მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ორსულობა ქალის სხეულს აბერებს – უახლესი კვლევის შედეგები

მეც­ნი­ე­რებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ ერთი ორ­სუ­ლო­ბაც კი, ჩვენს სხე­ულს რამ­დე­ნი­მე თვით აბე­რებს.

კვლე­ვის ლი­დერ­მა და კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბი­ო­ლოგ­მა, კა­ლენ რა­ი­ან­მა, კო­ლე­გებ­თან ერ­თად და­ას­კვნა, რომ ერთ ორ­სუ­ლო­ბას, თქვე­ნი ბი­ო­ლო­გი­უ­რი წლო­ვა­ნე­ბის­თვის, 2-14 თვემ­დე ასა­კის მო­მა­ტე­ბა შე­უძ­ლია.

ჩვენ ის და­ვა­დას­ტუ­რეთ, რაც ქა­ლებ­მა ისე­დაც იცოდ­ნენ – რომ ორ­სუ­ლო­ბა სხე­ულ­ზე საკ­მა­ოდ დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს“,- ამ­ბობს იუ­სინ სუ, კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი.

თქვე­ნი ქრო­ნო­ლო­გი­უ­რი და ბი­ო­ლო­გი­უ­რი ასა­კი შე­საძ­ლოა ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვავ­დე­ბო­დეს, რაც იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რა ასა­კი­საა თქვე­ნი უჯრე­დე­ბი და ორ­გა­ნო­ე­ბი ბი­ო­ქი­მი­ის მი­ხედ­ვით. კა­ლენ რა­ი­ა­ნი კი იმ მი­ზე­ზებს სწავ­ლობს, რის გა­მოც ჩვე­ნი სხე­უ­ლი შე­საძ­ლოა უფრო სწრა­ფად, ან ნელა ბერ­დე­ბო­დეს.

ზო­გი­ერ­თი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი მოვ­ლე­ნა, მათ შო­რის მძი­მე და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ტრავ­მა ან ინ­ტენ­სი­უ­რი სტრე­სის პე­რი­ო­დე­ბი, რო­გორც ჩანს ეპი­გე­ნე­ტი­კურ ასაკ­ში “ნახ­ტო­მებს” იწ­ვევს, რად­გან სხე­უ­ლი ენერ­გი­ა­სა და რე­სურ­სებს ამ გა­მოწ­ვე­ვე­ბის და­საძ­ლე­ვად გა­და­ა­მი­სა­მარ­თებს ხოლ­მე.

კომენტარის დატოვება