“უთხარი “არა” ფოტოშოპს და შეიყვარე შენი თავი როგორიც ხარ… მიყვარს, მაგრამ მაინც არ მომწონს” – ნუკი კოშკელიშვილი

ნუკი კოშკელიშვილი ქმარ-შვილთან ერთად მაიამი ბიჩზე ისვენებს. ბოლო პერიოდში ტელეწამყვანი ხშირად წერს მომატებულ კილოგრამებზე და ცელულიტზე, რომელიც აღელვებს. ამჯერად პოსტი მიუძღვნა ამ თემას სოციალურ ქსელში:

“უთხარი “არა” ფოტოშოპს და შეიყვარე შენი თავი როგორიც ხარ…. აჰა, კარგი, დავდე და მიყვარს, მაგრამ მაინც არ მომწონს. მინდა 10 კგ დავიკლო, არ მიმაჩნია სწორად, რომ ტაშს ვუკრავთ ან ძააან “ვიდზე” მოდელებს ან ძალიან დიმპიტაური-დამპიტაური ბაყვებიან გოგოებს… მესმის ბოდი პოზიტივიც და კომპლექსებიც, მაგრამ ამავდროულად სიზარმაცის პროპაგანდაა, შეიყვარე შენი თავი და არაფერი გააკეთო იმისთვის, რომ ჯანმრთელი იყო. ჭარბი წონა პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელობასთან… აი, ვითომ არაფერი ეს ჩემი 8 კგ, მაგრამ ვარჯიშში ხელს მიშლის, დახტომისას მენისკი დავიზიანე. ამიტომ ცოტა არასწორი მგონია ეს. უკიდურესობებში ვართ გადამხტარები ამ სოც მედიის გადამკიდე. ვერაფერი ვეღარ გითქვამს, ვიღაცას მაინც ეწყინება… მე ვიტყვი!!! არ მომწონს ეს ჩემი ბაყვები და მჭირდება დაკლება, ვიკამათოთ ბოდი პოზიტივებზე და პოლიტ კორექტულობაზე, თქვენი აზროც მაინტერესებს”.

snapinsta-1714200700.app_440340964_18431293363044478_4514759273374940321_n_1080.jpg

snapinsta-1714200700.app_440309050_18431455948044478_838190557377609343_n_1080.jpg

snapinsta-1714200699.app_440102186_18431455966044478_6545455001670164216_n_1080.jpg

snapinsta-1714200699.app_439887158_18431512450044478_5684140850289196309_n_1080.jpg

snapinsta-1714200699.app_438786872_18431159203044478_5818170482142738078_n_1080.jpg

კომენტარის დატოვება