ქალი, რომელიც ნანატრ შვილს 23 წელი ელოდებოდა, დაიღუპა – “ისე გაგვიფრინდი არც კი იცოდი თუ ტყუპები შეგეძინა…“

ახალგაზრდა ქალი ხათუნა შაინიძე ტრაგიკულად დაიღუპა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც ირკვევა, ქალი, სოფელი ლეღვადან, 23-წლიანი ლოდინის შემდეგ ტყუპებს, გოგო-ბიჭს ელოდებოდა. მისი გარდაცვალება, სავარაუდოდ, ორსულობის გართულებამ გამოიწვია.

“ჩემო ხათუ, ეს რა დაგემართა, როგორ დატოვე შენი 23 წლის ნანატრი შვილები. ისე გაგვიფრინდი არც კი იცოდი თუ შვილები შეგეძინა, 2 პატარა ანგელოზები უდედოდ დატოვე და წახვედი“.

“ვერ დავიჯერებ რომ აღარ ხარ და წახვედი. ვერ დავიჯერებ რომ ისედატოვე 23 წლის ნანატრი შვილები, ვერც კი დაინახე, ჩემო საყვარელო თბილო და მხიარულო გოგო, სიტყვებით ვერ ავღწერ ისე მეტკინა გული. ანგელოზი იყავი და ანგელოზად დარჩები შენი შვილებისთვის ხათუუ” – წერენ ახლობლები.

კომენტარის დატოვება