ქართველი სასულიერო პირების დიდი ნაწილი დიდი ხანია რაც ასცდა ქრისტეს გზას და სახელს უტეხს რელიგიას

ქართული მართმადიდებლური ეკლესიებიდან კარგა ხანია უფალი განდევნეს და მისი ადგილი დაიკავეს ვერცხლისმოყვარე სასულიერო პირებმა.
მადლობა ღმერთს ყველა ერთნაირი არაა, მაგრამ ფაქტია როცა ზუგდიდში ღვთიმშობლის კვართის გამოსვენების დღეა თავი ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში გგონია და ის ესკორტი რომელიც შემოდის ქალაქში იერარქების მანქანების სახით კადიროვის ესკორტი, იმდენად ძვირადღირებული მანქანებით ჩამოდიან იერარქები და არა მხოლოდ იერარქები.
ამ სურათზე ბერია, რომელიც “მაზერატით” დადის, ვიღაცა შემომედავება-რა მოხდა მერე “მაზერატი” 20 000 დოლარადაც იყიდებაო. კი პატივცემულნო იყიდება, მაგრამ იყიდება ძველი მოდელები და არა ეს მოდელი, რომელიც სასულიერო პირისათვის, მით უფრო ბერისათვის მიუწვდომელი ფუფუნება უნდა იყოს სჯულის კანონით.
სურათი საჯაროა და არანაირი ვალდებულება არა მაქვს ნომერი დამებურა ან ბერის სახე დამემალა.

ძვირადღირებული მანქანები, ძვირადღირებული სახლები და აგარაკები-ეს არაა მართლმადიდებელი იერარქის შესაბამისი ცხოვრების წესი, “სჯულის კანონებიდან” გამომდინარე.
იმას კი არ ვამბობ, სასულიერო პირმა მშიერ-მწყურვალმა, რომ იაროს, მაგრამ მეტი მოკრძალება მართებთ მათ, რადგან როცა მრევლი ხედავს “ოლიგარქ” იერარქს, ის გაურკვევლობაში ვარდება.

ციხეში ნაჯდომი, იერარქი ვერ იქნება კარგი მაგალითი მრევლისათვის.

მოინანია და მიეტევაო. ჩემი ქალაქის მაგალითზე ვიტყვი, უამრავი ნარკომანი სასულიერი პირი “მოღვაწეობს” უფლის სახლში, რაც სახელს უტეხს რწმენაში ჯერ კიდევ სრულად არ მყოფი მრევლის თვალში რელიგიას.
სწორედ ამის გამოა საქართველოში ამდენი სექტა, თუნდაც “იეჰოვას მოწმეების” ტოტალური სექტა, რომელიც მსოფლიოს არცერთ სასულიერო კონფესიას არ უღიარებია, როგორც რელიგია.

სასულიერო პირების უფლებებში და ვალდებულებებში გარკვევით წერია თუ როგორ უნდა ცხოვრობდეს და იქცეოდეს სასულიერო პირი.
ვინმე პეტრე “კოლხი” (კვარაცხელია) ისე ცხოვრობს და მოგზაურობს, მღვდელი კი არა ჰოლივუდის ვარსკვლავი გეგონებათ.
მე სახარების მცნებებს არ ვარღვევ და არც არავის განვიკითხავ. “წერილ არს: ნუ განიკითხავ, მაგრამ ასევე დაწერილია: ამხილე სასულიერო პირი, რომელიც სჯულის კანონს არღვევს.

 

კომენტარის დატოვება