“ისეთი ქალები და გოგოები წამოვიდნენ, რომ აღარ აცდიან მამაკაცს ყურადღების გამოხატვას, კისერზე არ უნდა ეკიდებოდეს ქალი მამაკაცს და ყავაზე არ უნდა ეპატიჟებოდეს”

ქართველი მოდელი და “ინფლუესერი” თათია თექთუმანიძე ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ისეთი ქალები და გოგოები წამოვიდნენ, რომ აღარ აცდიან მამაკაცს ყურადღების გამოხატვას, იმიტომ, რომ თვითონ არიან ინიციატორი ურთიერთობების დასაწყისის, მამაკაცი უნდა იჩენდეს პირველი ინციატივას, ის უნდა გაწონებდეს თავს და არა პირიქით, კისერზე არ უნდა ეკიდებოდეს ქალი მამაკაცს და ყავაზე არ უნდა ეპატიჟებოდეს.

“სადაც არ უნდა წავიდეს ქალი, სულ არის საუბარი იმაზე, რომ რაღაცას უნდა შეეფერებოდეს, სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. ქალების მიმართ ბევრად მეტი მოთხოვნაა, ვიდრე კაცების მიმართ, ჩვენ უნდა ვიპრანჭებოდეთ. ათეულობით მესიჯი მომდის გოგოებისგან, როგორ მოვაწონოთ თავი ჩემს შეყვარებულსო. რატომ უნდა მოაწონო, ბიჭებს უმეტესწილად თავიანთი თავი ანგელეზობი ჰგონიათ, მაგრამ არ არიან. მამაკაცები არიან უზომოდ გაზარმაცებულები ქალთან ურთიერთობაში, ყურადღების გამოხატვაში, ისეთი ქალები და გოგოები წამოვიდნენ, რომ აღარ აცდიან მამაკაცს ყურადღების გამოხატვას, იმიტომ, რომ თვითონ არიან ინიციატორი ურთიერთობების დასაწყისის, მამაკაცი უნდა იჩენდეს პირველი ინციატივას, ის უნდა გაწონებდეს თავს და არა პირიქით, კისერზე არ უნდა ეკიდებოდეს ქალი მამაკაცს და ყავაზე არ უნდა ეპატიჟებოდეს.

მე ვარ 100%-ით დარწმუნებული, რომ მამაკაცის აზროვნება მოდის ოჯახიდან, სადაც ის გაიზარდა და რა მაგალითსაც ხედავდა” – თათია თექთუმანიძე.

კომენტარის დატოვება