მსახიობი, რომელსაც სცენაზე ყოფნისას ანევრიზმა გაუსკდა, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას თავად ავრცელებს

გუშინ თელავის კოლორიტის, გეგე სულხანიშვილზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ, 2 თვის წინათ, მსახიობ ვანო იანტბელიძეს მოულოდნელად ანევრიზმა გაუსკდა და მძიმედ არის. მალევე მსახიობის მეუღლემ რომ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

ვანო იანტბელიძეს 2 თვის წინათ, თავზე მენინგიომის გეგმური ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა თავს კარგად გრძნობს.

“ეროსი მანჯგალაძის საღამოზე ვიყავი. სცენაზე რომ გავედი, მივხვდი, ვეღარ ვლაპარაკობდი, შეუძლოდ ვიყავი. ქუთაისში წამიყვანეს, იქ ვიწექი, შემდეგ, თბილისში გავიკეთე ოპერაცია. ეს მოხდა ორი თვის წინ. ახლა თავს კარგად ვგრძნობ, ჯანმრთელად ვარ“,- ამბობს მსახიობი.

კომენტარის დატოვება