ტრაგედია ბავშვის სქესის გაგების ცერემონიაზე – ჩამოვარდა თვითმფრინავი, რასაც პილოტი ემსხვერპლა: რა მოხდა მექსიკაში

მექ­სი­კა­ში, ბავ­შვის სქე­სის გა­გე­ბის ცე­რე­მო­ნია ტრა­გე­დი­ით დას­რულ­და. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მინი თვითმფრი­ნა­ვი ჩა­მო­ვარ­და. შემ­თხვე­ვა მა­შინ მოხ­და როცა სან-პედ­რო­ში წყვი­ლი ემ­ზა­დე­ბო­და, რომ გა­ე­გო, რო­მე­ლი სქე­სის იქ­ნე­ბო­და მათი შვი­ლი.

თვითმფრი­ნავ­მა ვარ­დის­ფე­რი ბოლი გა­უშ­ვა იმის გა­მო­სავ­ლე­ნად, რომ წყვილს გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნე­ბო­და, მა­ლე­ვე კონ­ტრო­ლი და­კარ­გა და ახ­ლომ­დე­ბა­რე მინ­დორ­ში ჩა­მო­ვარ­და.

კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი მფრი­ნა­ვი, 32 წლის ლუის ან­ხე­ლი კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს და მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად, ის და­ი­ღუ­პა.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა.

კომენტარის დატოვება