ცხოვრება “რკინის ფილტვებში”: როგორ გაატარა კაცმა 70 წელი კაფსულაში – “გახდა ადვოკატი, წერდა მემუარებს კბილებს შორის ჩამაგრებული კალმით”

სამ­ყა­რო­ში ალ­ბათ არ მო­ი­ძებ­ნე­ბა მე­ო­რე ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ მე­მუ­ა­რებს კბი­ლებს შო­რის ჯოხზე მი­მაგ­რე­ბუ­ლი კალ­მით, კლა­ვი­ა­ტუ­რა­ზე კრეფ­დეს. და ეს ამ­ბა­ვი გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი პოლ ალექ­სან­დრის ცხოვ­რე­ბის მხო­ლოდ ერთი თა­ვია.

  • 6 წლის ასაკ­ში, რო­დე­საც ექი­მებ­მა მას პო­ლი­ო­მი­ე­ლი­ტის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს და რო­დესც ყელს ქვე­მოთ მე­ტა­ლის ცი­ლინ­დრის ფორ­მის მო­წყო­ბი­ლო­ბა­ში მო­ა­თავ­სეს, ალ­ბათ წარ­მოდ­გე­ნა არ ჰქონ­და, რომ მო­მა­ვალ­ში იუ­რის­ტი, ავ­ტო­რი და კამ­პა­ნი­ის მო­ნა­წი­ლე გახ­დე­ბო­და.

ადა­მი­ან­მა ზედ­მეტ­სა­ხე­ლად “პო­ლი­ო­მი­ე­ლი­თი პოლი” ან “ადა­მი­ა­ნი რკი­ნის ფილ­ტვე­ბით”, რკი­ნის ყუთ­ში, რო­მე­ლიც ბევ­რს ერთი შე­ხედ­ვით წყალ­ქვე­შა ნავ­საც მო­ა­გო­ნებ­და, შვი­დი ათე­უ­ლი წელი გა­ა­ტა­რა. სა­ბო­ლო­ოდ კი 11 მარტს მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ და­ლას­ში, ტე­ხა­სის შტატ­ში, 78 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

პოლ ალექ­სან­დრი 1946 წელს და­ი­ბა­და. 6 წლის ასაკ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად ის ავად გახ­და – მას ჰქონ­და ცხე­ლე­ბა, თა­ვი­სა და კის­რის ტკი­ვილ­თან ერ­თად. ოჯა­ხის ექიმ­მა დე­და­მისს ურ­ჩია, სახ­ლში მკურ­ნა­ლო­ბა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა, რად­გან სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი პო­ლი­ო­მი­ე­ლი­ტით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბით იყო სავ­სე. მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე დღე­ში მან მე­ტყვე­ლე­ბი­სა და ყლაპ­ვის უნა­რი და­კარ­გა. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნის შემ­დეგ ბავ­შვს პო­ლი­ო­მი­ე­ლი­ტის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს – მა­ღა­ლინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის, რო­მე­ლიც ნერ­ვულ სის­ტე­მას აზი­ა­ნებს.

ბავ­შვის სი­ცო­ცხლე ალ­ბათ დიდ­ხანს ვერ გაგ­რძელ­დე­ბო­და, რომ არა მე­ო­რე ექი­მი, რო­მელ­მაც მას ექ­სტრე­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში ტრა­ქე­ო­ტო­მია ჩა­უ­ტა­რა და ფილ­ტვე­ბი გა­უ­სუფ­თა­ვა. თუმ­ცა, ეს იყო სა­ში­ნე­ლი ახა­ლი რე­ა­ლო­ბა, რო­დე­საც პოლ­მა მე­ტა­ლის მან­ქა­ნა­ში გა­იღ­ვი­ძა და არც გა­ტო­კე­ბა და არც სა­უ­ბა­რი არ შე­ეძ­ლო. მის გარ­შე­მო კი, 18 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რა­ვი მის­ნა­ი­რი ბავ­შვი იყო. რო­გორც პოლ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­იხ­სე­ნა, ეს პე­რი­ო­დი გან­სა­კუ­რე­ბით რთუ­ლი იყო მის ცხოვ­რე­ბა­ში, რად­გან რო­გორც კი ვინ­მეს და­უ­მე­გობ­რდე­ბო­და, ის კვდე­ბო­და.

პო­ლი­ო­მი­ე­ლი­ტის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი პა­რა­ლი­ზე­ბის გამო, ალექ­სან­დრს დას­ჭირ­და ე.წ. “რკი­ნის ფილ­ტვი” – ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რა­ტი. ბა­რო­კა­მე­რა მის ნაც­ვლად სუნ­თქავ­და და გუ­ლის სტი­მუ­ლა­ცი­ას ახ­დენ­და.18 თვის შემ­დეგ ექი­მებ­მა ნება დარ­თეს მის მშობ­ლებს, რომ პოლი სახ­ლში წა­ეყ­ვა­ნათ. მათ იქი­რა­ვეს პორ­ტა­ტუ­ლი გე­ნე­რა­ტო­რი რკი­ნის ფილ­ტვის და­სა­მუხ­ტად, თუმ­ცა პო­ლის ფი­ზი­ო­თე­რა­პევ­ტის, მი­სის სა­ლი­ვა­ნის წყა­ლო­ბით, ბიჭ­მა ერთი წლის მერე და­ი­წყო და­მო­უ­კი­დებ­ლად სუნ­თქვა და ამ მიღ­წე­ვის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად მან მი­სის სა­ლი­ვა­ნის­გან სა­ჩუქ­რად ლეკ­ვი მი­ი­ღო.

ეს იყო პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­ბი­ჯი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ, თუმ­ცა ძი­ლის დროს პოლს მე­ტა­ლის მან­ქა­ნა მა­ინც სჭირ­დე­ბო­და. პოლ­მა დე­დის დახ­მა­რე­ბით და­ი­წყო მე­ცა­დი­ნე­ო­ბა სახ­ლში და მალე გახ­და პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც სა­შუ­ა­ლო სკო­ლა ისე და­ამ­თავ­რა, რომ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე არ უვ­ლია. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ მან შე­ი­ტა­ნა გა­ნა­ცხა­დი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და ორ-წლი­ა­ნი იმედ­გაც­რუ­ე­ბის შემ­დეგ ტე­ხა­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­ულ სკო­ლა­ში ჩა­ა­ბა­რა.

ად­ვო­კა­ტად მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ის მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ეტ­ლით ცხად­დე­ბო­და, რო­მელ­შიც ვერ­ტი­კა­ლურ მგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი. ის პი­რით იკა­ვებ­და ჯოხს, რო­მელ­ზეც კა­ლა­მი იყო და­მაგ­რე­ბუ­ლი და ჩა­ნიშ­ვნებს იწერ­და.

  • პოლი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის და­ლა­გე­ბა­საც გეგ­მავ­და, მაგ­რამ მისი პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა კრა­ხით დას­რულ­და. კლე­რი, რო­მელ­ზეც ის და­ი­ნიშ­ნა, სა­ბო­ლო­ოდ დე­და­მი­სის და­ჟი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნის გამო და­შორ­და პოლს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ალექ­სან­დრმა პლა­ტო­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა თა­ვის მომ­ვლელ­თან, კეტი გე­ინსთან.

ეს ურ­თი­ერ­თო­ბა ერთი შე­ხედ­ვით ქორ­წი­ნე­ბას გავ­და. სწო­რედ გე­ინსმა შეს­თა­ვა­ზა ალექ­სან­დრს, და­ე­წე­რა თა­ვი­სი მე­მუ­ა­რე­ბი “ჩემი ცხოვ­რე­ბა რკი­ნის ფილ­ტვებ­ში”, რო­მელ­ზეც ხუთი წელი მუ­შა­ობ­და. გარ­და იმი­სა, რომ პოლ­მა თა­ვი­სი უჩ­ვე­უ­ლო ის­ტო­რია გა­ა­სა­ჯა­რო­ვა, მან და­ი­წყო კამ­პა­ნია შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ადა­მი­ან­თა და­სახ­მა­რებ­ლად. სა­ბო­ლო­ოდ, ალექ­სან­დრმა უარი თქვა თა­ნა­მედ­რო­ვე აპა­რატ­ზე გად­მოს­ვლა­ზე და აცხა­დებ­და, რომ მი­ეჩ­ვია „თა­ვის ძველ რკი­ნის ბე­და­ურს“. მისი ერთ-ერთი უკა­ნას­კნე­ლი ნათ­ქვა­მი კი ასე­თია:

“ჩემი ის­ტო­რია კარ­გი მა­გა­ლი­თია იმი­სა, თუ რა­ტომ არ უნდა გა­და­წყვი­ტოს თქვენ­მა წარ­სულ­მა ან შე­ზღუ­დულ­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­მა თქვე­ნი მო­მა­ვა­ლი. შენ ნამ­დვი­ლად შე­გიძ­ლია გა­ა­კე­თო ის, რაც გსურს. უბ­რა­ლოდ, უნდა მო­ინ­დო­მოთ და ბევ­რი იმუ­შა­ოთ. მე მინ­დო­და მი­მეღ­წია იმის­თვის, რა­ზეც მი­თხრეს, რომ ვერ შევ­ძლებ­დი და რე­ა­ლო­ბად მექ­ცია მიზ­ნე­ბი, რომ­ლებ­ზეც უბ­რა­ლოდ, ვოც­ნე­ბობ­დი“.

წყა­რო: telegraph

ავ­ტო­რი: ეკა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი

კომენტარის დატოვება