რითია მავნე ჩაი: მეცნიერების 6 მოულოდნელი აღმოჩენა

ჩაის სარგებლიანობას ყველა აღიარებს. აზიაში ამ ცხელ სასმელს საუკუნეებია დიდი სიხშირით მიირთმევენ. ჩაი აცხრობს წყურვილს და აფხიზლებს, ამცირებს ქოლესტერინის დონეს და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას არეგულირებს. მაგრამ, მას გარკვეული მინუსებიც აქვს.

1. ცხელმა ჩაიმ შესაძლოა სისხლის დენა გამოიწვიოს

ბრიტანელი პლასტიკური ქირურგი ჰენრი შარპი მოგვიწოდებს, რომ ჩაის სმის ჩვევა  შეიძლება სისხლძარღვებზე უარყოფითად აისახოს. რამდენიმე ჭიქა მის გაფართოებას იწვევს და შესაძლოა ცხვირიდან სისხლისდენა გამოიწვიოს. ამასთან, არსებობს ვერსია, რომ ცხელმა ჩაიმ შესაძლოა საჭმლის მომნელებენ სისტემაში კიბოს განვითარების რისკი გაზარდოს.

სასმლის ოპტიმალურ ტემპერატურად ითვლება 50-60 გრადუსი. იდეალური მდგომარეობისთვის ახლად დასხმული ჩაი 5-7- წთ ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ.

2. ძალიან ძლიერი ჩაი კბილებს და ძვლებს აზიანებს

ინგლისის სამედიცინო მედია საშუალებამ რამდენიმე პაციენტის ისტორია გამოაქვეყნა, რომლებიც ძალიან მაგარი სასმელების მღებით გამოირჩეოდნენ. მაგალითად, 47 წლის ქალი 17 წლის მანძილზე 100-150 პაკეტით მოდუღებულ ჩაის სვამდა. მან პრაქტიკულად ყველა კბილი დაკარგა და კუნთებში სიმტკიცე დაკარგა. ეს ძვლის ფლუროზია – ფტორის დაგროვება, რომელიც ძვალში მაგარი ჩაისგანაც ხვდება.

დაიცავით ზომები. დიეტოლოგები რეკომენდაციას გვიწევენ დღეში 4-5 ჭიქაზე მეტი არ დავლიოთ.

3. ჩაი შესაძლოა შეიცავდეს მძიმე მეტალებს

2013 წელს კანადურმა სამედიცინო ჟურნალმა მსოფლიოს სხვადასხვა რეჰიონში ჩატარებული კვლევის შედეგები გამოავლინა. ტოქსიკოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ჩაის პაკეტებში მძიმე მეტალები იყო, მათ შორის ალუმინი და კადმიუმი. მეტალები ჩაის ფოთლებზე დაზიანებული ნიადაგიდან ხვდება. ხშირად პლანტაციები ელექტროსადგურების სიახლოვესაა.

სასმელში მეტალების კონცენტრაცია მოხარშვის დროზეა დამოკიდებული. თუ პაკეტი წყალში 15-17 წუთია მოთავსებული, ტოქსიკური ნივთიერებების დონე უსაფრთხო აღარაა. რაც უფრო დიდხანს ადუღებთ ჩაის, მით უფრო მეტი მავნე ნივთიერება ხვდება ფოთლებიდან წყალში. 3 წუთზე მეტს გააჩერებთ. შეგიძლიათ თავისუფლად მიირთვათთეთრი ჩაი. მისი ფოთლები ძალიან ახალგაზრდა იჭრება და მეტალების დოზის ათვისებას ვერ ასწრებენ.

4. ხანდახან ჩაი ღვიძლისთვის საზიანოა

მცენარეულ ჩაიში ხანდახან ტოქსინები ხვდება, რომლებიც ორგანიზმში ღვიძლის გაღიზიანებას იწვევენ. 2015 წელს მცენარეული ჩაის 44 სახეობა შეისწავლეს ბავშვებისა და ორსულებისთვის დანიშნული. მეცნეირებმა ალკალოიდებს 86% შემთხვევაში მიაკვლიეს.

პრინციპში, ტოქსინების დოზა, რომლის მიღებაც ჩაისგან შეილება, ზრდასრული ადამიანისთვის უსაფრთხოა. ახალშობილებთან და ორსულებთან საქმე სხვადაირადაა. პატარა წონის შემთხვევაში, ორგანიზმი დედისგან მიღებულ ტოქსინებს ვერ უმკლავდება.

5. საჭმლის მერე ჩაის მიღებამ შეიძლება რკინის დეფიციტი გამოიწვიოს

2011 წელს, კალიფორნიაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ჩაი ორგანიზმში რკინის გადამუშავებას ებრძვის. თუ ჭამის შემდეგ რეგულარულად სვამთ ჩაის, შეიძლება რკინის დეიფიციტი აღმოგაჩნდეთ: კანის მდგომარეობის გაუარესება, ანემია და აშ. ამიტომაც, ჩაის დალევამდე 20 წუთი მაინც დაიცადეთ.

6. ჩაი უძილობას იწვევს

ამაში დამნაშავე კოფეინი და არომატული ნივთიერებებია. გამოსაფხიზლებელი უნარის მეშვეობით პულსი ხშირდება, სისხლი ძლიერდება, ადრენალინის გამოყოფა იზრდება, ცენტრალური ნერვული სისტება და ტვინი იღვიძებს. დილას, რთული დღის დასაწყისში ის მისწრებაა. საღამოს კი ძილს დაგირღვევთ. თუ მაინც გსურთ, მცენარეულს მიმართეთ, რომელსაც შავის და მწვანისგან განსხვავებით ცოტა კოფეინი აქვს.

კომენტარის დატოვება