ქენდის სვეინპოლის წარმატების საიდუმლო-ფერმერობიდან სუპერმოდელობამდე განვლილი გზა,რომელიც ბევრი ქალისთვის მოტივაციაა

როდესაც მსოფლიოში წარმატებულ და გამორჩეულ მოდელებზე ვსაუბრობთ, ალბათ, ქენდის სვეინპოლი ერთ-ერთი პირველი გაგვახსენდება. Victoria’s Secret-ის ანგელოზს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. სამხრეთ აფრიკელმა გოგონამ საკუთარი ბუნებრივი ხიბლით, შრომისმოყვარეობითა და პროფესიონალიზმით ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია. მისი წარმატების ისტორია მართლაც შთამაგონებელია და ბევრი ქალისთვისაა მოტივაცია.

kendis-sveinpoli-1-1732706808.jpg

ქენდის სვეინპოლი 1988 წლის 20 ოქტომბერს სამხრეთ აფრიკის პატარა ქალაქ მუი რივერში დაიბადა. მისი მშობლები ფერმერები იყვნენ. ქენდისი ძმასთან ერთად მშობლებს საშინაო საქმეებში ეხმარებოდა, ძროხებსაც წველიდა, მათ გამოკვებაზე ზრუნავდა. 15 წლამდე მისი ცხოვრება სამოდელო სამყაროსა და გლამურისაგან შორს იყო.

ერთ დღეს გოგონა დურბანის ბაზრობაზე სამოდელო აგენტმა, კევის ელისმა შეამჩნია. ქენდისი მაშინ 15 წლის იყო.

დავინახე ქერა, ულამაზესი გოგონა, სრულყოფილი ფეხებით. ფლამინგო გამახსენდა, ისე მოხდენილად დადიოდა. – გაიხსენა მოგვიანებით კევის ელისმა.

kendis-sveinpoli-3-1732706827.jpg

აგენტი მალევე ქენდისის დედას შეხვდა და ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ ვერც გოგონა და ვერც მისი მშობლები ვერ იაზრებდნენ, რომ მათ ცხოვრებაში სრულიად ახალი, წარმატებული თავი იწყებოდა. 15 წლის სვეინპოლის ფოტოები ლონდონში, სააგენტოში გააგზავნეს და მალევე გოგონამ დიდი ბრიტანეთიდან მიწვევა მიიღო. 2003 წელს ქენდისი საზღვარგარეთ პირველად გაემგზავრა, სამოდელო ბიზნესისა და კარიერის გამო კი სკოლაც დატოვა.

ეს ნაბიჯი მარტივი არ ყოფილა. მომავალ მოდელსა და მის მშობლებს უამრავი ეჭვი აწუხებდათ, იყო შიშიც, რომ არ გამოვიდოდა, მაგრამ ლონდონში ქენდისის ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო – სამხრეთ აფრიკელი გოგონა მსოფლიო პოდიუმების მომავალ ვარსკვლავად იქცა.

kendis-sveinpoli-2-1732706848.jpg

ქენდისმა პოპულარობა ძალიან მალე მოიპოვა. გამორჩეული გარეგნობისა და ბუნებრივი ხიბლის მქონე გოგონასთან თანამშრომლობა ისეთმა ბრენდებმა დაიწყეს, როგორებიცაა Givenchy, Dolce & Gabbana და Chanel. მაგრამ, მისი ყველაზე დიდი მიღწევა Victoria’s Secret-თან თანამშრომლობა იყო, რომელიც 2007 წელს დაიწყო. სამი წლის შემდეგ, 2010 წელს, იგი ბრენდის “ანგელოზი” გახდა და მოიპოვა სტატუსი, რომელზეც ათასობით მოდელი ოცნებობს.

დედაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, იყო თავმდაბალი და შრომისმოყვარე, რადგან მხოლოდ გარეგნობა არ არის ის, რაც ცხოვრებაში წარმატებას მოგიტანს. ეს არის გაკვეთილი, რომელიც ყოველთვის მახსოვდა. – თქვა ქენდისმა.

kendis-kveinpoli-1732706872.png

ქენდის სვეინპოლი Victoria’s Secret-ის გამორჩეული სახე გახდა და პოდიუმზე მისი ყოველი ახალი გამოჩენა სენსაციას იწვევდა. გოგონამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი შეიძინა და პოპულარობას მიაღწია.

იყო Victoria’s Secret-ის ანგელოზი, დიდი პატივი და ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაა. შენ არა მხოლოდ ბრენდის სახე, არამედ მთელ მსოფლიოში მილიონობით ქალის შთაგონება ხდები. – ამბობს მოდელი.

ქენდისის წარმატების საიდუმლო არა მხოლოდ მის გარეგნობაში, არამედ დისციპლინასა და სხვადასხვა სტილთან ადაპტაციის უნარშია.

36 წლის მოდელმა კვლავ დაამტკიცა, რომ საკუთარ თავზე მუშაობას არასდროს წყვეტს. რამდენიმე კვირის წინ Victoria’s Secret-ის გრანდიოზული შოუ დაბრუნდა და ქენდისი ამ შოუს ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი იყო.

kendis-sveinpoli-7-1732706888.jpg

სვეინპოლი არა მხოლოდ წარმატებული მოდელი, არამედ მზრუნველი დედაცაა. მოდელს 2 ვაჟი ჰყავს. დედობა მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა და ქენდისი ყოველთვის ცდილობს, კარიერასა და ოჯახს შორის ბალანსი შეინარჩუნოს. ის ხშირად ამბობს, რომ ბავშვები ახალი მიღწევებისკენ უბიძგებენ და ძალიან დიდ მოტივაციას აძლევენ. (ასევე დაგაინტერესებთ: დედობა ცხოვრების საუკეთესო ჯილდოა, მაგრამ საკუთარ თავზე ზრუნვა არ უნდა დაგვავიწყდეს. სანამ ბავშვებს სძინავთ, სახის ნიღბებს ვიკეთებ. ღამით ვაწესრიგებ რაღაცებს – ცნობილი ქალები დედობასა და საკუთარი თავის მოვლას შორის ბალანსის შესახებ)

დედობამ უკეთესობისკენ შემცვალა. ეს მაძლიერებს, მაძლევს მიზანს და ჩემი პიროვნების ახალ ასპექტს ხსნის. – თქვა მოდელმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

kendis-sveinpoli-4-1732706905.jpg

სამხრეთ აფრიკელი მოდელი არა მხოლოდ გამორჩეული მოდელი და დედა, არამედ წარმატებული მეწარმეცაა. მან 2018 წელს საცურაო კოსტიუმების საკუთარი ბრენდი – Tropic of C გამოუშვა. კოლექცია ეკოლოგიურად სუფთა მასალისაგან შეიქმნა და პოპულარობა სწრაფად მოიპოვა.

ჩემთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ლამაზი ნივთების შექმნა, არამედ გარემოზე ზრუნვაც. ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც მოდა უფრო ცნობიერი და ეკოლოგიურად სუფთა უნდა გახდეს. – ამბობს სვეინპოლი.

kendis-sveinpoli-5-1732706920.jpg

ქენდისი საქველმოქმედო პროექტებშიც აქტიურადაა ჩართული და ბავშვებისა და ქალების დახმარების პროგრამებს მხარს უჭერს. ის ამ მიმართულებით არაერთ კეთილ საქმეს აკეთებს, განსაკუთრებით კი სამხრეთ აფრიკაში.

ქველმოქმედება თავს სრულყოფილ ადამიანად მაგრძნობინებს. სხვების დახმარება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის, რისი გაკეთებაც ჩემი პლატფორმის გამოყენებით შემიძლია. – ამბობს ქენდის სვეინპოლი.

kendis-sveinpoli-6-1732706932.jpg

ჩემი მიზანია, ვაჩვენო მსოფლიოს, რომ ნამდვილი სილამაზე შიგნიდან მოდის, რომ ეს მხოლოდ შენს გარეგნობას არ ეხება, არამედ იმასაც, თუ როგორ ცხოვრობ, როგორ ექცევი სხვებს და როგორ ცვლის სამყაროს. – აღნიშნავს სვეინპოლი.

კომენტარის დატოვება