უგემრიელესი და ულამაზესი ხაჭოს პასკის რეცეპტები

ხაჭოს პასკას 2 ჯგუფას ყოფენ: ნედლი და მოხარშული. პირველ ვარიანტში ხაჭოს წვრილ საცერში ატარებენ და ისე ურევენ ინგრედიენტებს. მეორეში ყველა პროდუქტს ურევენ და ნელ ცეცხზლე ათბობენ.

ფორმებისთვის გამოგადგებათ სხვადასხვა სახის საცერი.

როგორ მოვამზადოთ ხაჭოს პასკა

  1. აირჩიეთ მაქსიმალურად ცხიმიანი ხაჭო. ნაღები, კარაქი, კვერცხი, არაჟანი – უმაღლესი ხარისხის.
  2. ცუკატები და ჩირი გარეცხეთ. ქიშმიშს, ქლიავს, გარგარს დაასხით მდუღარე წყალი, გააჩერეთ ნახევარი სთ და გააშრეთ ქაღალდის პირსახოცით.
  3. ხაჭო გაატარეთ საცერში. ნაღები და არაჯანი აურიეთ კვერცხთან, შაქართან და გაათბეთ ნელ ცეცხლზე. აურიეთ ხაჭოს. დაუმატეთ ცუკატები, ჩირი, თხილი, არომატიზატორები, აურიეთ და ჩასვით ფორმაში. მაღლა სიმძიმე დაადეთ და აცალეთ ზედმეტი სითხე გამოიწოვოს. მაცივარში მინიმუმ 6 სთ უნდა გაჩერდეს.
  4. მოხარშული პასკის მომზადება უფრო რთულია. ხაჭო, კვერცხი, ნაღები ან არაჟანი აურიეთ მიქსერით ან ბლენდერით, გაათბეთ წყლიან ჯამში ან ქვაბში. მასა მუდამ უნდა ურიოთ. იქამდე ხარშეთ, სანამ ერთგვაროვანი არ გახდება. ბოლოს ცუკატები, ჩირი, არომატიზატორები და თხილი დაუმატეთ. მოათავსეთ ფორმაში და დაადეთ სიმძიმე.
  5. პასკა წნევის ქვეშ 12-48 სთ უნდა იყოს.
  6. როცა გაცივდება, მოხსენით, დააფარეთ თეფში და ნელა გადაატრიალეთ.
  7. მორთეთ სასურველი დანამატებით.

კლასიკური

ინგრედიენტები

  • 1 კგ ცხიმიანი ხაჭო
  • 300 გ შაქარი
  • 5 კვერცხის გული
  • 250 მლ ნაღები 35% ცხიმით
  • 200 გ ნაღების კარაქი
  • 150 გ ქიშმიში
  • 15 გ ვანილის შაქარი
  • ფორთოხლის ქერქი

მოხარშული ცუკატებით

ინგრედიენტები

  • 1 კგ ცხიმიანი ხაჭო
  • 200 გ ნაღების კარაქი
  • 400 გ ცხიმიანი ნაღები
  • 5 კვერცხი
  • 100 გ შაქარი
  • 100 გ ნებისმიერი დანამატი
  • 100 გ ცუკატი
  • ვანილინი

მოხარშული “სამეფო”

ინგრედიენტები

  • 1 კგ ცხიმიანი ხაჭო
  • 7 კვერცხი
  • 400 გ არაჟანი
  • 250 გ შაქარი
  • 100 გ ქიშმიში
  • 100 გ ნუშის ფანტელები
  • 100 გ გარგარი
  • 100 გ მშრალი მარწყვი
  • 100 გ შემწვარი თხილი
  • ლიმნის ქერქი

აურიეთ ხაჭო, არაჟანი, შაქარი და მსუბუქი ნაღების კარაქი. ნელ ცეცხლზე მიიყვანეთ მასა ადუღებამდე. მორიგეობით გატეხეთ კვერცხი და მუდამ ურიეთ. დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები, აურიეთ და კიდევ ერთხელ მიიყვანეთ ადუღებამდე. გააცივეთ და ფორმებში ჩასვით.

კარამელის

ინგრედიენტები

  •  200 გ შესქელებული რძე
  • 300 გ ცხიმიანი ხაჭო
  • 100 გ არაჟანი
  • 100 გ ნაღების კარაქი
  • 35 გ ნიგოზი
  • 40 გ გარგარი

ხაჭო, შესქელებული რძე, კარაქი და არაჟანი ბლენდერში აურიეთ. გარგარს მდუღარე წყალი დაასხით და დაჭყლიტეთ. ნიგოზი გააშრეთ. აურიეთ ყველაფერი, ჩასვით ფორმაში და სიმძიმის ქვეშ 12 სთ დატოვეთ.

თაფლიანი

ინგრედიენტები

  • 700 გ ცხიმიანი ხაჭო
  • 100 გ შაქარი
  • 200 გ ცუკატები და ჩირი
  • 60 გ ქიშმიში
  • 100 გ ნაღების კარაქი
  • 150 მლ ცხიმიანი არაჟანი
  • 60 გ თაფლი

ცუკატები აურიეთ ლიმნის წვენთან და ქერქთან. დატოვეთ 1 სთ. ხაჭო ათქვიფეთ დარბილებულ ნაღების კარაქთან და არაჟანთან. დაამატეთ შაქარი, თაფლი, ცუკატები და ქიშმიში. კარგად აურიეთ, ჩასვით ფორმებში და სიმძიმის ქვეშ 12 სთ გააჩერეთ.

კომენტარის დატოვება