უმარტივესი სალათა სტაფილოთი და ნივრით. ვიტამინების ნამდვილი ბომბა.

როცა მეგობარი ახალ საოცარ სალათაზე მიყვება, ჩემი პირველი კითხვაა: “მაიონეზთან ერთად თუ მის გარეშე?” ისე ხდება, რომ ყველაზე შეუთავსებელ პროდუქტებსაც კი ბევრი მაიონეზით ვაჯერებთ. ისე ხშირად ვიყენებთ მას, რომ კითხვას აღარც ვსვამთ, ვგულისხმობთ, რომ ის ყველაფერშია.

ეს სტაფილოს სალთა მაიონეზის წინააღმდეგაა და ჯანსაღი კვებისკენ გვიბიძგებს. სულ რაღაც 20 წთ დაგჭირდებათ, რომ ინგრედიენტები დაჭრათ და აურიოთ.

ინგრედიენტები

სტაფილო 4ც

კვერცხი 5 ც

ნიორი 2 კბილი

არაჟანი 1 -2 ს.კ.

მარილი

მომზადება
  1. მოხარშეთ კვერცხი.
  2. სტაფილო და კვერცხი გახეხეთ.
  3. ნიორი დაჭყლიტეთ.
  4. სტაფილოს და კვერცხს მარილი, ნიორი და არაჟანი მოასხით. აურიეთ.

ვიღაც იტყვის, რომ ეს ძალიან მარტივია, ვიღაცას კი იმდენად მოეწონება, რომ სხვა სალათებს აღარც გახედავს. თუ დიეტაზე ხართ და ჯანსაღი მენიუს შემუშავება გსურთ, სტაფილოს სალათა ისაა, რასაც ეძებთ.

კომენტარის დატოვება