პასკის საუკეთესო რეცეპტები

ბევრი დიასახლისი ცდილობს პასკა თავისი ხელით მოამზადოს. ეს რთული სულაც არაა თუ კარგი რეცეპტი იცი.

მისი მომზადება მუდმივ ყურადღებას მოითხოვს: არ უნდა დაეცეს ტემპერატურა, არ შევიდეს ჰაერი და ა. შ. ცომი საფუარზე უნდა იყოს ბევრი კვერცხით, შაქრით და ნაღების კარაქით. წარმოგიდგენთ 5 დამოწმებულ რეცეპტს.

ტრადიციული პასკა

ინგრედიენტები 

  • 1–1,5 კგ ხორბლის ფქვილი
  • 500 მლ რძე
  • 220 გ ნაღების კარაქი
  • 2,5 ჭიქა შაქარი
  • 6 კვერცხი
  • 11 გ მშრალი საფუარი
  • 350 გ ქიშმიში
  • 10 გ ვანილის შაქარი

მომზადება

  1. გახსენით საფუარი თბილ რძეში. დაამატეთ 2 ჭიქა ფქვილი, აურიეთ და დადგით საფუარი 30 წუთით თბილ ადგილას, შეფუთეთ სამზარეულოს პირსახოვში.
  2. განაცალკევეთ კვერცხის ცილა და გული. გულს დაუმატეთ ჩვეულებრივი და ვანილის შაქარი და ოდნავ ათქვიფეთ. ცილა კი მიქსერით აურიეთ ქაფის წარმოშობამდე.
  3. თავიდან დაამატეთ საფუარს ათქვეფილი კვერცხის გული, აურიეთ, შემდეგ დაუმატეთ გამდნარი ნაღების კარაქი, 200გ და ცილა.
  4. გაცერით დარჩენილი ფქვილი და აურიეთ ცომში, ზილეთ 20წთ. შეფუთეთ კვლავ პირსახოცით და დატოვეთ 1 სთ.
  5. დაუმატეთ ცომს დაჭყლეტილი ქიშმიში.
  6. პასკის ფორმებს წაუსვით ნაღების კარაქი, შემდეგ გაავსეთ ნახევრად ან ცოტა მეტად. დატოვეთ თბილ ადგილას ნახევარი სთ.
  7. გამოაცხვეთ 180გრადუსზე 30-50წთ. დამოკიდებულია ფორმაზე და ზომაზე.

სწრაფად მოსამზადებელი პასკა

ინგრედიენტები 

  • 4 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჭიქა რძე
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 50 გ საფუარი
  • 100 გ ნაღების კარაქი ან მარგარინი
  • 3 კვერცხი
  • მარილი

მომზადება

  1. საფუარი თბილ რძეში გახსენით. დაამატეთ მსუბუქად ათქვეფილი კვერცხი, დამდნარი კარაქი ან მარგარინი, მარილი, შაქარი და ფქვილი. მოზილეთ ცომი.
  2. პასკის ფორმას წაუსვით კარაქი და ცომით ნახევარზე ოდნავ ნაკლები შეავსეთ. დატოვეთ 3-4 სთ თბილ ადგილას.
  3. გამოაცხვეთ წინასწარ გაცხელებულ გაზქურაში 40-60 წუთით 170-180 გრადუსზე. მზადყოფნა შეამოწმეთ ხის კოვზით.

პასკა, რომელიც ყოველთვის გამოვა

Ингредиенты

  • 1–1,3 კგ ხორბლის ფქვილი
  • 11 გ მშრალი საფუარი
  • 500 მლ რძე
  • 6 კვერცხი
  • 200 გ ნაღების კარაქი ან მარგარინი
  • 250–300 გ შაქარი
  • 300 გ ქიშმიში
  • 1 ჩ კ ვანილის შაქარი
  • მარილი

მომზადება

  1. გახსენით საფუარი თბილ რძეში, დაამატეთ 2 ჭიქა ფქვილი და აურიეთ. დადგით თბილ ადგილას ნახევარი სთ.
  2. გამოყავით კვერცხის  ცილა გულისგან. გული აურიეთ ჩვეულებრივ და ვანილის შაქართან. ცოლი ათქვიფეთ ოდნავ მარილთან.
  3. საფუარს დაუმატეთ ჯერ კვერცხის გული, აურიეთ, შემდეგ დარბილებული ნაღების კარაქი, შემდეგ ათქვეფილი ცილა.
  4. დაამატეთ დარჩენილი ფქვილი და მოზილეთ ცომი. ის ხელზე არ უნდა გეკრობოდეთ. შეფუთეთ პირსახოცით და დატოვეთ თბილ ადგილას 1 სთ.
  5. ქიშმიში ჩაალბეთ თბილ წყალში 15 წთ, შემდეგ წყალი გადაასხით. დაუმატეთ ქიშმიში ცომს, აურიეთ და ისევ თბილ ადგილას დადგით. ცომი უნდა ამოვიდეს.
  6. ფორმები 100 გრადუსზე გაცხელებულ გაზქურაში მოათავსეთ, გამოაცხვეთ 10 წუთის მანძილზე. შემდეგ ტემპერატურა გაზარდეთ 180 გრადუსზე და 20-25 გამოაცხვეთ.

კომენტარის დატოვება