ეს ხაჭოს ფუნთუშები 15 წუთში ცხვება და 5 წუთში ქრება თეფშიდან.

თუ ბევრი ხაჭო დაგიგროვდათ, გამოიყენეთ ის გემრიელი ფუნთუშების მოსამზადებლად. ეს დესერტი ყველასთვის საყვარელი გახდება. პირველ რიგში ისინი ჰაეროვანია, მეორე რიგში კი უსწრაფესად მზადდება.

აურიეთ ინგრედიენტები მოცემული რაოდენობით და 10 – 12 ფუნთუშას მიიღებთ.

ინგრედიენტები

ხაჭო 250გ

კვერცხი 2ც

შაქარი 5ს.კ.

მარილი

ვანილინი

გამაფხვიერებელი

ხორბლის ფქვილი 250გ

რძე 2ს. კ.

მომზადება
  1. ათქვიფეთ კვერცხი შაქართან, ვანილინთან და მარილთან ერთად. შეურიეთ ხაჭო.
  2. ფქვილს დააყარეთ გამაფხვიერებელი. მოზილეთ მსუბუქი ცომი. ხელებში ოდნავ უნდა სრიალებდეს.
  3. გაზქურაში პერგამენტი გაშალეთ და წაუსვით მცენარეული ზეთი.
  4. დაისველეთ ხელები ცივი წყლით. მიეცით ფორმა ფუნთუშებს. მოათავსეთ გაზქურაში 190გრადუსზე 12 წუთით.
  5. წაუსვით ფუნთუშებს რძე კულინარიული ფუნჯით. მოაყარეთ შაქარი. შედგით ისევ გაზქურაში 3-5 წუთით.

ფუნთუშები შევარდისფერდება. შეგიძლიათ სუფრასთან კენკრის სიროფთან ან დარიჩინთან ერთად მიიტანოთ.