ყოფილა შემთხვევა, როცა ცდილობთ დაეხმაროთ ადამიანს, რომელიც ამას არ გთხოვთ? ეზოთერიკები ამას კარმის გამოვლინებას უწოდებენ.
კარმული ვალი
ნუმეროლოგები დარწმუნებულები არიან, რომ ყველა ადამიანის ბედი წინასწარაა განსაზღვრული, მისი გაგება კი კარმიული რიცხვის გაგებითაა შესაძლებელი. ის ადამიანის დაბადების დღეზეა დამოკიდებული.
დაბადების რიცხვს მიუმატეთ თვის რიცხვი და შემდეგ წელი.
მაგალითად: 11 თებერვალი, 2001 წელი. მაშინ კარმიული რიცხვი ასე გამოითვლება: 11 + 2 + 2 + 1 = 16.
ამ ფორმულით კარმიული ვალის ამოცნობა უმარტივესია.
პირველი საფეხური
ეს ადამიანები ჩვეულებრივ მიწიერი საქმეებით არიან დაკავებულნი. სამყაროს შეცვლის მცდელობა კარგ არაფერთან მიგიყვანთ.
11
სავარაუდოდ წინა ცხოვრებაში დანაშაული ჩაიდინეთ ან ახლობელი ადამიანები გაეცით. ცხოვრებისეულ გზაზე ბევრი დაბრკოლება გელით. საიმედო ადამიანების პოვნა ადვილი არ იქნება.
12
ცნობილი ინტრიგანი იყავით და ახლა ამისთვის ვალს იხდით. ნუღარ ჩაერთვებით ინტრიგებში. გაექეცით პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რადგანაც წარმატებას არ მოგიტანენ. ოჯახში სირთულეები შეიძლება იყოს.
17
წინა ცხოვრებაში უმწეო მამაკაცი იყავით ბევრი მავნე ჩვევით. ახლა მარტო არ დარჩებით, ცხოვრებასა და კარიერაში ბედი გაგიღიმებთ.
მეორე საფეხური
ეს ადამიანები მისაბაძი მაგალითები არიან, ამიტომაც ყურადრება უნდა დაუთმონ ინტელექტუალურ და ფიზიკურ სრულყოფილებას.
20
წინა ცხოვრებაში მდიდარი იყავით, მაგრამ არასწორი გზით ცხოვრობდით. ახლა მოგიწევთ განავითაროთ თქვენში ფილანტროპი და ცხოვრებისეულ პრობლემებს ებრძოლოთ.
21
ადრე მძიმედ მუშაობდით და მთელი ცხოვრება ერთი ქალის ერთგული დარჩით. კარგი კარმა გაქვთ და საქმეებში წარმატებებს მიაღწევთ. იშვიათად ისვენებთ, მაგრამ თუ უფრო ნაკლებად იზარმაცებთ, ყველაფერში წარმატებული იქნებით.
22
წინა ცხოვრებაში უბედური ქალი იყავით და ქურდობასაც მიმართავდით. ახლა მიმნდობლობით და გულუბრყვილობით გამოირჩევით, რითიც გარშემომყოფები სარგებლობენ. ფრთხილად იყავით.
23
ადრე ლამაზი იყავით, მაგრამ ძალიან მარტოსული. ამჯერად ბედი დაგაჯილდოვებთ. შეძლებთ კარგი კარიერა ააწყოთ სიბერემდე.
24
წინა ცხოვრებაში ხელოვნებით იყავით დაკავებული და მტკიცე ოჯახის წევრი ბრძანდებოდით. თუ ბოროტებას არ ჩაიდენთ, ცხოვრებისეული გზა მარტივი და ბედნიერი გექნებათ.
25
დიდებული სისხლის წარმომადგენელი ქალი იყავით, რომელიც ძალით გაათხოვეს. ახლა შეცდომებზე სწავლა შეგიძლიათ და მათ გამოასწორებთ.
26
ექიმი იყავით, რომელიც სასიკვდილო შეცდომებს უშვებდა. ამ ცხოვრებაში ბევრი იმედგაცრუების გადატანა მოგიწევთ. გარშემომყოფები თქვენს მოტყუებას ეცდებიან, ფრთხილად იყავით.
27
მეცნიერი იყავით, რომელიც განსაკუთრებული მიღწევებით არ გამოირჩეოდა. ბედნიერი ქორწინება გქონდათ. წარმატება საქმეებში თქვენი თანმდევი იქნება. დაამატეთ ოპტიმიზმი პროდუქტიულ შრომას და მაღალ ინტელექტს.
28
წინა ცხოვრებაში თავი საყვარელი ადამიანის გამო მოიკალით. ახლა არამშვიდი ბედით ხასიათდებით. გსურთ წახვიდეთ არამხოლოდ საზოგადოების, არამედ ყველა შემხვედრის წინააღმდეგ.
29
ადრე, მოლაპარაკებებში არც ისე სუფთა იყავით. ახლა ბევრი გამოწვევა გელით. არაგულწრფელი ადამიანები ყველა ფეხის ნაბიჯზე შეგხვდებიან. ეცადეთ მალე იპოვნოთ მონათესავე სული, წინააღმდეგ შემთხვევაში მარტოსულად დაიტანჯებით.
მესამე საფეხური
ეს ადამიანები სხვებს ასწავლიან და გამოცდილებას უზიარებენ.
30
წინა ცხოვრებაში სერიოზული მიდრეკილებით იტანჯებოდით(ალკოჰოლი ან ნარკოტიკები) და შემოქმედებით პროფესიას ფლობდით. ახლა თვენი ბედნიერება თქვენს ქმედებებზეა დამოკიდებული, ამიტომაც იფიქრეთ არამხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ გარშემომყოფებზე.
31
ადრე მსახიობი ან მუსიკოსი იყავით, ამ ცხოვრებაში შეგიძლიათ ცნობილი საზოგადო მოღვაწე გახდეთ. პირად ცხოვრებაში ბედნიერება რთულად მისაღწევადი იქნება.
32
მოგზაური იყავით, რომელმაც ოჯახი ვერ შექმნა. ახლა კარგი შანსი გაქვთ წარმატებული კარიერა მოიწყოთ. ბევრი მეგობარი და ნაცნობი გყავთ, მაგრამ შეწყვიტეთ მათთან საკუთარი გეგმების გაზიარება, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმატების შანსები შემცირდება.
34
წინა ცხოვრებაში ჯარისკაცი იყავით და ომში მოკვდით, ოჯახის შექმნაც არ მოგისწრიათ. ახლა 35 წლამდე სირთულეებს ეჭიდებით, შემდეგ კი ყველაფერი ლაგდება. მატერიალური უზრუნველყოფის შექმნა გამოგივათ.
35
წინა ცხოვრებაში სცენის ვარსკვლავი იყავით, მაგრამ პირად ცხოვრებაში ბედნიერების გარეშე. ახლა პოტენციური პარტნიორებისგან იმედგაცრუება და ღალატი გელით. ოჯახში შეიძლება იყოს პრობლემები ალკოჰოლთან ან ნარკოტიკთან მიმართებაში. მოერიდეთ ვალების გაცემას, დიდი შანსია, რომ არ დააბრუნებენ.
36
ადრე ციხის ზედამხედველი იყავით ან მსჯავრდებული. ახლა ცხოვრებაში ყველაფრის მიღწევა დამოუკიდებლად გიწევთ. ახლობლების დახმარებას ნუ ელით. თუ მოინდომებთ, კარგ კარიერას ააწყობთ.
37
მოსიყვარულე დედის და მშვენიერი დიასახლისის რეპუტაცია დაიმსახურეთ, ამიტომაც კარმიული ვალები წინა ცხოვრებიდან არ შემოგრჩათ. ახლა საყვარელ საქმეში ბედნიერი იქნებით და ბევრი კარგი მეგობარი გეყოლებათ.
38
წინა ცხოვრებაში სოფელში ცხოვრობდით და მეურნეობით იყავით დაკავებული. ახლა არც ისე ცოტა პრობლემა გექნებათ, ბიზნესში სირთულეებით და მეგობრების არასანდოობით.
39
თაღლით ან აზარტული მოთამაშე იყავით, რომელსაც მუდამ თან სდევდა წარმატება. ამ ცხოვრებაში ინტელექტით, თუმცა სუსტი ჯანმრთელობით გამოირჩევით.
მეოთხე დონე
ამ ადამიანებს განსაკუთრებული როლი აქვთ: სხვებისთვის სულიერი ლიდერები უნდა გახდნენ.
40
ადრე ლიტერატურული საქმიანობით იყავით დაკავებული და საყვარელ საქმეში წარმატებას აღწევდით. ამ ცხოვრებაში ნაკლებად გიმართლებთ: პრობლემები გარშემომყოფებთან და მუდამ ფულის ნაკლებობა. ხშირ შემთხვევაში ეს ეგოიზმის და ადამიანებთან კონტაქტის არქონის გამო ხდება.
41
მიმზიდველი ქალი იყავით, რომელმაც უამრავი მამაკაცის გული დაიპყრო. ახლაც წარმატებით სარგებლობთ საზოგადოებაში, უბრალოდ დიდი წარმოდგენების გამო პრობლემები გექმნებათ.
42
წინა ცხოვრებაში ქარაფშუტა კაცი იყავით, რომელიც სუფრაზე გიჟდებოდა. ამის გამო ცოლი ხშირად გცემდათ. ახლა წარმატებას ნებისმიერ საქმეში მიაღწევთ საპირისპირო სქესთან ურთიერთობის გარდა.
43
ადრე სიკვდილით დამსჯელი იყავით. ახლა წარსულის ცოდვებისთვის პასუხს აგებთ. გზაზე ბევრი სირთულე გელით. რაც უფრო კეთილი იქნებით, მით უფრო მალე გაისუფთავებთ კარმას.
44
წინა ცხოვრებაში ცოლი გღალატობდათ და ფულს ყველანაირ სისულელეზე ფლანგავდით. ახლა თავად ხართ ღალატისკენ მიდრეკილი და ეს მხოლოდ პრობლემებს მოგიტანთ. გამოირჩევით საოცარი ინტუიციით.
45
უიღბლოს რეპუტაცია გქონდათ, მაგრამ კეთილმოსურნე იყავით. ამ ცხოვრებაში თავიდან მარტივი არ იქნება, მაგრამ ყველაფერი შრომაზე და განვითარების სურვილზეა დამოკიდებული. სათანადო ძალისხმევით ყველაფერი გამოგივათ.
46
წინა ცხოვრებაში ყველას უყვარდით, გმირულმა სიკვდილმა კი თქვენს მიმართ პატივისცემა უფრო გაზარდა. ახლა ადამიანებთან ურთიერთობისას პრობლემები არ გაქვთ, მაგრამ ქორწინებას ერიდეთ. შესაძლოა ცხოვრება დაგინგრიოთ.
47
სექტის წინამძღოლი, ბერი ან განდეგილი იყავით. ახლა ხმაურიანი წვეულებები გიზიდავთ და ყოველთვის იქით მიილტვით, სადაც ბევრი ხალხია. არაგულწრფელობა და გამცემლობა ყველა ნაბიჯზე გხვდებათ.
48
იარაღთან გქონდათ კავშირი. ამ ცხოვრებაში მაღალი ინტელექტით და ფულისკენ მიდრეკილებით გამოირჩევით. ლიდერული თვისებებიც გაქვთ. წარმატებას მიაღწევთ როგორც სპორტში, ისე პოლიტიკაში.
49
ხშირად გიწევდათ საჯაროდ გამოსვლა და დიდი პოპულარობით სარგებლობა. ამ ცხოვრებაში წარმატება ნაკლებად გადარდებთ. ისწრაფვით წყნარი ცხოვრებისკენ.