იცნობთ ამ მცენარეს? აი, როგორ უნდა მოამზადოთ უგემრიელესი კერძები მისგან.

ბევრმა აგარაკის მფლობელმა იცის ამ მცენარის შესახებ – შესაძლოა სახელი დანდური არ გეცნობათ, მაგრამ ნანახი აუცილებლად გექნებათ. თრუმე შესაძლოა ის ჩვენი კვების რაციონში ჩავრთოთ.

ვიღაც მას სარეველად თვლის, მაგრამ სინამდვილეში ის სამკურნალო მცენარეა.

დანდური ადამიანებისთვის უძველესი დროიდანაა ცნობილი. ძველი ეგვიპტელები, ბერძნები და რომაელები მას საკვებად იყენებდნენ. ჰიპოკრატე, პლინიუსი და სხვა ექიმები მას სხვადასხვა დააავდების სამკურნალოდ იყენებდნენ. შუა საუკუნეებში არაბები მას ღვთის დალოცვად მიიჩნევდნენ.

დანდური შეიცავს ომეგა სამს დიდი რაოდენობით, იმაზე მეტს, ვიდრე სხვა ნებისმიერი მცენარე.

ვიტამინები А, В, С და Е დანდურში 6-ჯერ მეტია, ვიდრე ისპანახში. კაროტინი 7-ჯერ მეტია, ვიდრე სტაფილოში. ასევე ის შეიცავს მაგნიუმს, კალციუმს, კალიუმს, ფოლიუმმჟავას, რკინას… ლიმონმჟავას კონცენტრაციაც იმაზე მეტია, ვიდრე ისპანახში.

დანდური გემოთი მოგვაგონებს საშუალოს ისპანახსა და მჟაუნას შორის. მისი ფოთლები წვნიანია. მათ ნედლ და მოხარშულ კერძებშიც იყენებენ. ამზადებენ სალათებს, სუპებს, პიურეს, დელიკატესს. ზამთარში ამარილებენ.

წარმოგიდგენთ პიკანტური სალათის მომზადების წესს, რომელიც გემრიელი და სასარგებლო ერთდროულადაა.

ინგრედიენტები
  • 250–300 გ დანდური
  • 4–5 ს.კ. ნატურალური იოგურტი ან არაჟანი
  • 1 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 2–3 კბილი ნიორი
  • მარილი

მომზადება

გარეცხეთ და ოდნავ გააშრეთ დანდური ქაღალდის ხელსახოცზე. გადაიტანეთ ადუღებული წყლის ქვაბში და ხარშეთ 30 წამი ადუღების შემდეგ. ფორმაში დანდური შემცირდება.

მოხარშული დანდური საწურში გადაიტანეთ და გააცივეთ.

მოხერხებულ ჭურჭელში აურიეთ ნატურალური იოგურტი ან არაჟანი და მცენარეული ზეთი. წვრილად დაჭყლიტეთ ნიორი და დაამატეთ. მიღებული მასა აურიეთ.

გადაიტანეთ დანდური ღრმა ჯამში და დაასხით მიღებული მასა, მოაყარეთ მარილი. კარგად აურიეთ.

სალათა მზადაა!

სიმსივნე დღეს ძალიან გავრცელებული დაავადებაა და მიღებულ საკვებში მინიმალური რაოდენობის ანტიკანცეროგენებიც არ უნდა დავტოვოთ ყურადღების მიღმა. ვიტამინი A და C დანდურში საკმარისი რაოდენობითაა და ძლიერი ანტიოქსიდანტები არიან. თუმცა, არც მისი ჭარბი მიღება ვარგა. დღეში 200 გრამზე მეტი დანდური არ მიიღოთ.