როგორ მოვამზადოთ კომბოსტო გაზქურაში

ყველა დაგვეთანხმება, რომ ბებიების მიერ გაზიარებული ახალგაზრდობის დროინდელი რეცეპტები საუკეთესოა!

ამჯერად წარმოგიდგენთ კომბოსტოს რეცეპტს, რომელიც ნამდვილი კულინარიული საოცრებაა.

როგორ მოვამზადოთ კომბოსტო ფარშით

ინგრედიენტები

  • 1 კგ კომბოსტი
  • 800 გ ხორცის ფარში
  • 500 გ კარტოფილი
  • 3 ხახვი
  • 5 კვერცხი
  • 120 მლ რძე
  • 200 გ არაჟანი
  • მარილი
  • შავი პილპილი

მომზადება

  1. პირველ რიგში დაკავდით კომბოსტოთი. მოაცალეთ ზედა ფურცლები, დადგით წყალი ასადუღებლად დიდ ქვაბში. როცა ადუღდება, ჩააგდეთ კომბოსტო მთლიანად და დაელოდეთ სანამ ფოთლები გამოყოფას დაიწყებენ. მოხარშეთ გამოყოფილი ფოთლები კიდევ 2 წთ, შემდეგ ამოიღეთ და გააშრეთ.
  2. შემდეგ დაჭერით კომბოსტოს ფოთლების მაგარი ნაწილი. გაასუფთავეთ და დაჭერით ხახვი, შეწვით, სანამ გამჭვირვალე არ გახდება.
  3. შემდეგ დაამატეთ ხახვს ფარში და დატოვეთ შესაწვავად დაბალ ცეცხლზე.
  4. გასუფთავეთ და დაჭერით დიდ ჯამში კარტოფილი, დაამატეთ ფარში ნახევრად მზა, მოაყარეთ მარილი და პილპილი. შიგთავსი მზადაა. აურიეთ.
  5. განცალკევებულ ჭურჭელში ათქვიფეთ კვერცხი და რძე.
  6. კომბოსტოს ფოთლები გამოსაცხობ ფორმაში მოათავსეთ, ზედაპირი მთლიანად რომ დაიფაროს. ზევიდაბ გაანაწილეთ შიგთავსის ნახევარი და დაასხით რძის და კვერცხის მასა. მეორე ფენა ისევ ისე გააკეთეთ და ზევიდაბ კომბოსტოს ფოთლებით დაფარეთ. ბოლოს გააცხელეთ გაზქურა 180 გრადუსზე წაუსვით არაჟანი და გამოაცხვეთ 40 წთ.

ეს კერძი განუმეორებლად გემრიელია. აუცილებლად უნდა სცადოთ. კერძი იდეალურად შეესაბამება ოჯახურ და მეგობრულ შეხვედრებს, როცა სუფრას დიდ კამპანიაზე აწყობთ.

კომენტარის დატოვება