1. მერწყული
მერწყული ზოდიაქოს ნიშნებს შორის მოჩვენებად ითვლება. ის ძალიან ღრმა სულის მქონე ადამიანია და მხოლოდ ისეთ პიროვნებას ეძებს, რომელიც მას ძალიან ძლიერად დაუკავშირდება სულიერად. ასეთი ხასიათის გამო ისინი ხშირად ირგებენ ცივი ადამიანის იერს და გულთან არავის უშვებენ.
მათთვის ემოციებისა და სისუსტის ჩვენება დღის წესრიგში არასდროს დგას. ამიტომაც მერწყულს პარტნიორი ხშირად გაურბის, რადგან გონია რომ ასეთი ჩაკეტილობის გამო რაღაცას უმალავს.
2. თხის რქა
ამ ნიშნის წარმომადგენელი ყოველთვის კარიერას აყენებს პირად ცხოვრებაზე წინ. ისინი ასევე ხშირად ინახავენ წყენას საკმაოდ დიდ ხანს და არასდროს ივიწყებენ სხვის მიერ ჩადენილ ცუდ საქციელს. თავდახრილი მუშაობა და მაღალი სტანდარტების ქონა მათ დროს არ უტოვებს შესაფერისი პარტნიორის ძებნისათვის.
ის ერთგული შეყვარებული იქნება, თუ თქვენ კომპრომისებზე წახვალთ და მის მიერ დაწესებულ თამაშის მაღალ სტანდარტებს შეეგუებით.
3. ქალწული
ქალწულის ნიშნის წარმომადგენლები ზედმეტად კირიკულები არიან და მუდამ ღელავენ საკუთარ თავზე და ასევე სხვებზეც. ისინი ზედმეტად ბევრს ფიქრობენ ყველაფერზე და მხოლოდ იდეალური კომბინაციები აკმაოფილებთ.
მათ არამარტო თავისთვის, არამედ მათი გარშემომოფებისთვისაც მხოლოდ საუკეთესო სურთ. ასეთი ჩაციკვლა მათი პარტნიორებისთვის ძნელად ასატანი იქნება.
4. ვერძი
ვერძი ერთ–ერთი ყველაზე მონდომებული ნიშანია. მათ ყოველთვის იციან რა უნდათ და მისკენ მიიწევენ. ასეთი თავდაჯერებულობა მოსაწონია, თუმცა ისინი ხშირად ისეთ დიდ ნაბიჯებს დგავენ, რომლისთვისაც რეალურად მზად არ არიან.
ეს ურთიერთობებსაც ეხება. ამ ნიშნის წარმომადგენლები მარტივად იქმნიან მაღალ წარმოდგენებს ადამიანებზე და ამის გამო გული მარტივად უცრუვდებათ.
5. კურო
კურო ზოდიაქოს ნიშნებს შორის სავარაუდოდ ყველაზე ეგოისტი ხასიათით გამოირჩევა. მათი სიჯიუტის ლეველთან შეგუება უამრავი ადამიანისთვის უბრალოდ შეუძლებელ დავალებას წარმოადგენს. ასეთი ხასიათის გამო ისინი ზედმეტად ერთგულებიც არიან, თუმცა საკმაოდ მომთხოვნიც.
ისინი ყველაფერზე ძალიან ბევრ შეკითხვას სვავენ, რათა დარწმუნდნენ რომ ამ საქმის გაკეთება მათი დროის დახარჯვად ღირს. ასეთი სტანდარტები პარტნიორისთვის ადვილად ხდება მოსაბეზრებელი.