Au gratin — ეს არის კერძის გაზქურაში გამოცხობის წესი, რომლის წყალობითაც მათ ზედაპირზე გემრიელი ოქროსფერი გარსი იქმნება. ამისათვის ბოსტნეულს, ხორცს ან თევზს გახეხილი ყველით აჯერებენ. მშვენიერი მაგალითია კარტოფილის გრატენი. ამ ფრანგული კერძის წარმატების საიდუმლო მდგომარეობს იმაში, რომ რძით და ნაღების კარაქით გაჯერებული კარტოფილი პირში დნება.
ლეგენდარული გრატენი კარტოფილით მშვენიერი დამატებაა ხორცისა და ბოსტნეულისთვის. ასეთ კერძს დღესასწაულებზეც თავისუფლად მოამზადებთ, მას ყოველთვის მომგებიანი შესახედაობა ექნება სუფრაზე.
ინგრედიენტები
კარტოფილი 5 ც
ნაღების კარაქი 4 ს. კ.
ხორბლის ფქვილი 3 ს. კ.
რძე 400მლ
მარილი 1 ჩ. კ.
ყველი 200გ
ხახვი 1ც
პილპილი
მომზადება
გააცხეთ გაზქურა 180 გრადუსზე. დიდ ქვაბში ნელ ცეცხლზე დაადნეთ 3 ს. კ. ნაღების კარაქი.
დაამატეთ ფქვილი, მარილი და პილპილი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
ნელ-ნელა დაასხით ტძე. მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ კიდევ 2 წთ ხარშეთ და ურიეთ სანამ მასა გასქელებას არ დაიწყებს.
გადმოიღეთ ქვაბი ცეცხლიდან, ჩაახეხეთ სოუს 150გ ყველი.
დაამატეთ სოუსს წვრილაფ დაჭრილი კარტოფილი და დაჭყლეტილი ხახვი.
გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ნაღების კარაქი, მოათავსეთ მასზე კარტოფილი სხვა ინგრედიენტებთან ერთად.
გამოაცხვეთ კარტოფილი 1 საათის მანძილზე, სანამ არ დარბილდება. მომზადების დასრულებამდე 5 წუთით ადრე შეგიძლიათ გრატენს დარჩენილი ყველი დააყაროთ.
სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ თხილი, რომელიც კარტოფილს ძალიან უხდება.