ტაფაზე გაკეთებული ღვეზელის რეცეპტი ნებისმიერ სიტუაციაში გიხსნით: როცა ცოტა დრო გაქვთ, გაზქურა არ მუშაობს ან აგარაკზე ხართ. ამზადებთ საფუარის გარეშე, მაგრამ ყოველთვის რბილი და ფუმფულა გამოდის.
შიგთავსისთვის გამოგადგებათ ხაჭოც და ყველიც. რეკომენდირებულია ჰოლანდიური. წარმატება ამ კერძს ნამდვილად გარანტირებული აქვს!
ინგრედიენტები
ხორბლის ფქვილი 5 ჭიქა
კეფირი 500მლ
მზესუმზირის ზეთი 130მლ
მარილი 1 ჩ.კ.
კვერცხი 3ც.
სოდა 1 ჩ.კ.
ხაჭო 200გ
ყველი 200გ
მომზადება
კეფირს დაუმატეთ 50მლ მცენარეული ზეთი, 1 კვერცხი და მარილი. კარგად აურიეთ და ცოტახანი ცეცხლზე გაათბეთ, მორევა განაგრძეთ.
თბილ მასაში დაუმატეთ 3 ჭიქა ფქვილი, აურიეთ ჩანგლით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
დარჩენილი 2 ჭიქა ფქვილი გააბრტყელეთ და აურიეთ სოდასთან. აბრტყელეთ იქამდე, სანამ ფქვილი მთლიანად არ შეიწოვება ცომში.
დაამრგვალეთ და შეახვიეთ პირსახოცში, დატოვეთ 10 წთ. ამ დროის განმავლობაში სოდასთან რეაქციით კეფირის ცომი შერბილდება და ელასტიურ ფორმას მიიღებს.
მოამზადეთ შიგთავსი: ყველი გახეხეთ, აურიეთ ხაჭოსთან და 2 კვერცხთან ერთად. კარგად აურიეთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. შეგიძლიათ მოაყაროთ მარილი.
ცომი კვლავ გააბრტელეთ და 10 წუთი დატოვეთ.
გაყავით რამდენიმე ტოლ ნაწილად, იმის მიხედვით თუ რამდენი ღვეზელის მიღება გსურთ. ეს ნაწილები დაამრგვალეთ და 5 წთ დატოვეთ.
თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ და ცენტრში შიგთავსი მოათავსეთ. დაახვიეთ ხინკლის მსგავსად. ნაკერით დაბლა დადეთ და 5 წთ დააცადეთ.
გააბრყელეთ სისქით 1 სმ. რომ მიიღოთ.
შეწვით ტაფაზე მცენარეულ ზეთში საშუალო ცეცხლზე ორივე მხრიდან ვარდისფერ შეფერილობამდე.
გამოგადგებათ როგორც საუზმეზე, ისე სადილზე და ვახშამზე. მიირთვით თბილი.