გამომცხვარი ქათმის ფილე – ძალიან გემრიელი კერძია, რომელიც ბევრს მოსწონს. სამწუხაროდ, ყოველთვის ისეთი არ გამოდის, როგორიც საჭიროა. მაგრამ, ერთმა მზარეულმა მშვენიერი რეცეპტი მოიფიქრა, რომლის დახმარებითაც ხორცი წვნიანი გამოდის და მას “ზებრა” დაარქვა.
კერძის საიდუმლო იმაშია, რომ ქათმის ფილის ან გულის ჭრილში პომიდორი თავსდება. ისინი წვენს გამოყოფენ და ხორცი პირში მოხვედრისას სასიამოვნოდ დნება.
ინგრედიენტები
ქათმის ფილე 500გ
ყველი 200გ
პომიდორი 2 ც
არაჟანი 50მლ
ნიორი 3 კბილი
სოიოს სოუსი 50მლ
ოხრახუში, მარილი
მომზადება
- აურიეთ სოიოს სოუსი დაჭრილ ოხრახუშთან და დაჭყლეტილ ნიორთან ერთად. დაალბეთ ხორცი ნახევარი საათით.
- დაჭერით ყველი ნაჭრებად, პომიდორი წრეებად. არაჟანი აურიეთ ნიორთან.
- ფილის თითოეული ნაჭერი 3-ჯერ გაჭერით. ჭრებში მოათავსეთ ყველი და პომიდორი. მაღლა დაადეთ არაჟნისა და ნივრის ნაზავი.
- წაუსვით გაზქურის ლანგარს მცენარეული ზეთი. მოათავსეთ მასზე ფილე.
- გამოაცხვეთ 200გრადუს ტემპერატურაზე 30-40 წუთით.
ყველაფერი მარტივად და სწრაფად ხდება და საოცარ შედეგს მიიღებთ.