ჩაიწერეთ, ეს რეცეპტი ყველაზე სრულყოფილი ჩებურეკების მოსამზადებლად დაგჭირდებათ.

შუაზიური ქვეყნების ტრადიციული სამზარეულო ყოველთვის სავსეა ცხარე გემოებით და ხორცის კერძებით. მათ შორის პოპულარულია ჩებურეკი. მის რეცეპტს საინტერესო კუთხით წარმოგიდგენთ. კეფირის დამატებით ცომი უფრო რბილი და ელასტიური გამოვა და მარტივად მოამზადებთ.

ინგრედიენტები

ხორბლის ფქვილი 400გ

კეფირი 1 ჭიქა

კვერცხი 1 ც

ხორცის ფარში 500გ

ხახვი 2 ც

წყალი 5-6 ს.კ.

მზესუმზირის ზეთი 100მლ

მომზადება

ათქვიფეთ კვერცხი და კეფირი ჩანგლის მეშვეობით ერთგვაროვან მასამდე. დაამატეთ მარილი.

მასას პატარ-პატარა ნაწილებად ფქვილი დაამატეთ. როცა ცომი გამაგრდება, ფქვილიან მაგიდაზე მოზილეთ.

შეახვიეთ ცომი საკვებისთვის განკუთვნილ პარკში ან პირსახოცში და დატოვეთ 20 წუთით.

მოამზადეთ შიგთავში: ფარშს დაუმატეთ დიდად დაჭრილი ხახვი, წყალი, მარილი და პილპილი. ხორცის ფარში შეგიძლიათ ნებისმიერი სხვა ფარშით შეცვალოთ ან რამდენიმე სახეობა აურიოთ.

ცომი 12 ნაწილად გაყავით. თითოეული მათგანი ბურთებად დაამრგვალეთ.

გააბრტყელეთ, შუაში 1 ს.კ. ფარში მოათავსეთ და შეახვიეთ.

გააცხელეთ მცენარეული ზეთი ტაფაზე საშუალო ცეცხლზე. შეწვით ჩებურეკები ორივე მხრიდან წითელ შეფერილობამდე.

გადმოიღეთ ხელსახოცზე, რათა ზედმეტი ცხიმი გაიწოვოს.

შეგიძლიათ მოგვიანებით ისევ გააცხელოთ, კეფირის ცომის მეშვეობით, სირბილეს არ დაკარგავს.

კომენტარის დატოვება