აიღეთ კვერცხი, მწვანე ხახვი და მოამზადეთ ეს უგემრიელესი მოლდოვური კვერები კეფირით

მსგავს კვერებს რუმინელი, უკრაინელი და მოლდოველი დიასახლისები ამზადებენ. შიგთავსაც მრავალფეროვან პროდუქტებს იყენებენ: კარტოფილს, ხაჭოს, მწვანილს, კვერცხს…. ამჯერად წარმოგიდგენთ კეფირზე ხახვითა და კვერცხით. რბილი კვერები უხდება სუპს, ცხელ სასმელებს და ღვინოს. გასინჯეთ – ძალიან გემრიელია.

ინგრედიენტები

ხორბლის ფქვილი 330გ

შაქარი 1 ს.კ.

კვერცხი 4 ც

კეფირი 250მლ

ხახვი 1 ც

მწვანე ხახვი 1 კონა

მზესუმზირის ზეთი 3 ს.კ.

ნაღების კარაქი 30გ

სოდა 1 ჩ.კ.

მარილი, შავი პილპილი, კამა

მომზადება

აურიეთ სოდა კეფირთან. დაამატეთ 1 ჩ.კ. მარილი და შაქარი. აურიეთ.

დააყარეთ ფქვილი. მოზილეთ რბილი ცომი.

შიგთავსისთვის დაჭერით მოხარშული კვერცხი. წვრილად დაჭერით ხახვი და შეწვით ნაღების და მცენარეულ ზეთში. დაამატეთ მწვანე ხახვი და შეწვით კიდევ რამდენიმე წუთი. გადმოიღეთ ცეცხლიდან. აურიეთ კვერცხთან, დაამატეთ მარილი და პილპილი.

გაყავით ცომი 6 ერთნაირ ნაწილად. თითოეული მათგანი წვრილად გააბრტყელეთ. შუაში ხახვისა და კვერცხის შიგთავსი მოათავსეთ და დახურეთ.

მოხურვისას ცომი გვერდებიდან წამოიღეთ და ნაკერი შუაში მოახვედრეთ. კონვერტის ფორმა უნდა გამოგივიდეთ.

კუთხეები თითებით გაჭიმეთ და ცენტრში წამოიღეთ. მსგავსი 6კუთხა ფორმის უნდა გახდეს.

გააცხელეთ ტაფაზე მცენარეული ზეთი. მოათავსეთ კვერი ნაკერით ქვევით, ხელებით ოდნავ დააჭირეთ. შეწვით ოქროსფერ შეფერილობამდე ნელ ცეცხლზე.

გადმოიღეთ ქაღალდის პირსახოცზე, რათა ზედმეტი ცხიმები გაიწოვოს.

მიირთვით არაჟანთან ან სოუსთან ერთად.

კომენტარის დატოვება