ეს ფილმები ამაღლებს ქალის თვითშეფასებას და ცვლის ცხოვრებას.

თქვენი თავდაჯერება წარმატების მთავარი მიზეზია. თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ეს თქვენ ხართ თავად. საკუთარი თავი უნდა მოგწონდეთ. თუ ბოლო დროს ფიქრობთ, რომ თვითშეფასება დაგეწიათ და თავდაჯერება დაგეკარგათ, ეს სია სპეციალურად თქვენთვისაა! წარმოგიდგენთ საუკეთესო ფილმებს რათა დაიბრუნოთ თავდაჯერება და გამოაფხიზლოთ ქალური მხარე.

მოტივაციის მომცემი ფილმები

«ჟანა დარკი» (1999)

ლუკ ბესონის ეს ისტორიული დრამა ასწლიანი ომის ყველაზე ლეგენდარულ პიროვნებაზე, ჟანა დარკზე მოგვითხრობს. ის მისი ცხოვრებით უკვე მერამდენე გოგონების თაობას შთააგონებს. ჟანას სითამამე კარგ მაგალითად იქცევა.

«პიანინო» (1992)

3 ოსკარის მფლობელი ფილმი მოგვითხრობს იმ პიანისტის ცხოვრების სირთულეზე, რომელსაც საყვარელი ინსტრუმენტი წაართვეს. ამ სურათში კინემატოგრაფის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ სცენებს ნახავთ. მაგალითად, როცა მთავარი გმირი ზღვის პირას პიანინოზე უკრავს. გმირების ხასიათი ადამიანების სიახლოვეზე დაგაფიქრებთ.

«შინაგანად მე ვცეკვავ» (2004)

სახელწოდების მიუხედავად, ეს უკანასკნელი წლების ყველაზე ემოციურად რთული ფილმია. ჯეიმს მაკავოის გენიალური სამსახიობო თამაში ყველაზე მკაცრ ადამიანსაც კი აატირებს. ფილმი გვასწავლის, რომ ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი შეგვიძლია ვიყოთ ბედნიერები.

«ჯარისკაცი ჯეინი» (1997)

საომარი დრამა, რომელიც გაჩვენებთ, როგორი ძლიერი შეიძლება იყოს ნამდვილი ქალი.

«თავი ღრუბლებში» (2003)

ლამაზი მელოდრამა რეტროსტილში, რომელიც ფილმების მოყვარულებს შინაგან ესთეტიკურ სიამოვნებას მიანიჭებს.

«გოგონა მილიონ დოლარად» (2004)

ფილმი ბოქსზე….ქალებისთვის! რთული და სერიოზული სურათი, რომელსაც ვერასდროს დაივიწყებთ.

«ეშმაკი ატარებს პრადას» (2006)

თუ მოდა გიყვართ და ახალ ტენდენციებს თვალს ადევნებთ, აუცილებლად უნდა უყუროთ ამ საოცარ კომედიას. მერილ სტრიპის თამაში სულში ჩაგწვდებათ.

«ჯენტლმენები ამჯობინებენ ქერებს» (1953)

ამ ფილმით მერილინ მონროს მისცემთ საშუალებას მოგხიბლოთ.

«ცხოვრება ვარდისფერ ფერებში» (2007)

ფილმი, რომელშიც აბსოლიტურად ყველაფერია! სიყვარულიხ, სიხარულიც, სიცილიც და ცრემლებიც.

«დედოფალი» (2005)

საოცარი ისტორიული დრამა ძლიერ ქალებზე.

«პუშკინი — უკანასკნელი დუელი» (2006)

ისტორიული სერიალი გენიოსი რუსი პოეტის მოყვარულთათვის.

«The Barber of Siberia» (1998)

რუსული კლასიკა ქალის მიმართ გასაგიჟებელ სიყვარულზე და რუსულ მენტალიტეტზე.

«სარკეს ორი სახე აქვს» (1996)

ფილმი, რომელიც გაჩვენებთ, რომ ქორწინება შეიძლება არამხოლოდ ფიზიკურ გატაცებაზე, არამედ მეგობრობასა და გაგებაზე იყოს დამყარებული.

«ფრიდა» (2002)

ბიოგრაფიული დრამა ექსტრავაგანტურ მხატვარზე სელმა ჰაიეკის შესრულებით.

«ჭამე, ილოცე, შეიყვარე» (2010)

ეს ფილმი საუკეთესო მაგალითია, თუ როგორ გამოვიდეთ პიროვნული კრიზისიდან.

«მგზავრი» (2008)

ლამაზი მელოდრამა, რომელიც გაჩვენებთ, რომ შემთხვევით არაფერი ხდება

«კიდევ ერთი გოგო ბოლეინის გვარიდან» (2008)

თუ ვიქტორიანული ინგლისის ესთეტიკა გიყვართ, ეს ფილმი თქვენთვისაა.

«საფო» (2008)

ფილმი ქალის მცდელობაზე საზოგადოება აალაპარაკოს.

«გრაფინია დე მონსორო» (1997, სერიალი)

სასიყვარულო ინტრიგები, თამამი იუმორი და საინტერესო ისტორიული ფაქტები…

«დალიდა» (2005)

ფილმი იმაზე, რომ ტრიუმფი და დიდება ვერ დაგიხმარება, თუ მარტოსული ხარ. მხოლოდ სიყვარული გადაგარჩენს.

კომენტარის დატოვება