როგორ გავაკეთოთ ხახვის მწნილი სწრაფად

მაისის დღესასწაულების დროც მოვიდა! ბევრი ადამიანი დასვენების დღეებში ბუნებაში გადის, პიკნიკებს აწყობს, მწვადს წვავს და პლედგახვეული მზის ჩასვლით ტკბება.

იმისთვის, რომ სუფთა ჰაერზე გემრიელად იკვებოთ, წარმოგიდგენთ ხახვის მწნილის რეცეპტს. ის საუკეთესო დანამატია გრილზე თუ კოცონზე შემწვარი ბოსტნეულისა და ხორცისთვის. გამოგადგებათ სალათებშიც.

ინგრედიენტები

  • 2 ხახვი
  • 1 კონა კამა
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 1 ს.კ. მარილი
  • 3 ს.კ. 9%-იანი ძმარი
  • 200 მლ გაციებული ადუღებული წყალი

მომზადება

  1. დაჭერით ხახვი ნახევარწრეებად.
  2. წვრილად დაჭერით კამა. აუცილებლად ღეროებთან ერთად, მათში განსაკუთრებული არომატია.
  3. ცალკე ჭურჭელში ჩაასხით წყალი, ძმარი, შაქარი და მარილი. აურიეთ, რათა პროდუქტები კარგად გაიხსნას.
  4. დაასხით ხახვს მწნილი. დაამატეთ მწვანილი, კარგად აურიეთ.

მსგავსი რეცეპტით ხახვის მწნილი უსწრაფესად მზადდება. სულ რაღაც 20 წთ გჭირდებათ.

 

ყველაზე მეტად მწვადს მოუხდება, თუმცა შეგიძლიათ უბრალოდ პურსაც კი მიაყოლოთ.

კომენტარის დატოვება