თუ კომში გიყვართ, ეს დესერტი ერთ-ერთი საუკეთესო ხერხია საყვარელი ხილით დატკვბეთ. ზოგადად, ნედლ კომშს ძალიან იშვიათად ჭამენ, მისგან ამზადებენ ნამცხვრებს, კომპოტს, კექსს, რულეტებსა თუ ორცხობილებს და ამ სახით იღებენ.
კომშსა და ყველის ტარტი კარგი გადაწყვეტილებაა, როცა მსუბუქი დესერტი გსურთ. რბილი შიგთავსი მას განუმეორებელ გემოს სძენს. ამასთან ის ძალიან ლამაზია და სადღესასწაულო სუფრასაც უხდება.
ინგრედიენტები
ხორბლის ფქვილი 250გ
კომში 3ც
კვერცხი 4ც
ნაღების კარაქი 125გ
შაქარი 170გ
ლიმონი 1ც
ყველი რიკოტა 400გ
ნაღები 200მლ
წყალი 1 ჭიქა
მარილითაფლი 2 ს.კ.
მომზადება
- მოაყარეთ ფქვილს მარილი და მოათავსეთ ღრმა ჯამში. დაამატეთ 1 ს.კ. შაქარი და მოზილეთ. დაახალეთ 1 კვერცხი, მოამზადეთ ცომი, გადაახვიეთ საკებისთვის განკუთვნილი ქაღალდი და მაცივარში 1 საათით მოათავსეთ.
- დაჭერით კომში, დაამატეთ 50გ შაქარი, 3ს.კ. წყალი და 1 ლიმნის წვენი. როცა სითხე ადუღდება, მოუკელით ცეცხლს და თავდახურულ მდგომარეობაში 15 წთ ხარშეთ.
- აურიეთ ნაღები 100გ შაქართან, ყველთან, 3 კვერცხთან და 1 ლიმნის ქერქთან. ათქვიფეთ მიქსერში ერგვაროვანი მასის მიღებამდე.
- დაყარეთ მაგიდაზე ფქვილი, მოათავსეთ ცომი და გააბრტყელეთ. 24 სმ დიამეტრის მქონე ჭურჭელში მოათავსეთ, გვერდებს ფორმა მიეციეთ, ცოტა მოჭერით.
- გახვრიტეთ ცომი რამდენიმე ადგილას ჩანგლით. დაადეთ პერგამენტში გახვეული სიმძიმე. გამოაცხვეთ 12 წთ გაზქურაში 180 გრადუსზე. მოაშორეთ სიმძიმე და კიდევ 3 წუთი აცხვეთ.
- მოათავსეთ ყველის მასის ნახევარი, შემდეგ კომშის ნაწილი და კრემის მეორე ნახევარი. დარჩენილი კომშით ზევიდან წრიულად მორთეთ. გამოაცხვეთ ის გაზქურაში 180 გრადუსზე 35-40 წუთით.
- თაფლი ცოტა გაათბეთ და გაციებულ ტარტზე გაანაწილეთ.