ყოველთვის მართალი არაა, რომ საწინააღმდეგოები იზიდავენ. წყვილები ხშირად უთანხმოების გამო შორდებიან. ცოტამ თუ იცის, რომ ადამიანები ურთიერთობას წყვეტენ არა იმის გამო, რომ ერთანეთი აღარ უყვართ, არამეტ იმის გამო, რომ პრობლემებს და სირთულეებს ვერ წყვეტენ. მხოლოდ სიყვარული საკმარისი არაა, ადამიანები ერთმანეთს უნდა შეეფერებოდნენ.
ამბობენ, რომ ასტროლოგია დაგეხმარებათ. მის თანახმად არსებობს ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც შეუთავსებლები არიან.
1. ვერძი და კირჩხიბი
თქვენ ორს უბრალოდ არაფერი გამოგივათ. ვერძები ძალიან ეგოისტები არიან, კირჩხიბებს კი ზრუნვა და ყურადღება სჭირდებათ. ერთხელ ყველაფერი დამთავრდება იმით, რომ რომელიმე მეორეს აღარ მოუთმენს.
2. კურო და ლომი
ამ ურთიერთობაში ზედმეტად ბევრი სიამაყე და სიჯიუტეა, რათა თანამშრომლობა შეძლონ. კურო და ლომი ხშირად იჩხუბებენ და არცერთი მოისურვებს კომპრომისზე წასვლას.
3. ტყუპები და ქალწული
თქვენ ძალიან განსხვავებულები ხართ. ქალწული ყოველთვის მიილტვის წესრიგისკენ, პროგნოზირებისკენ და პედანტურობისკენ. ტყუპები კი მეამბოხეები არიან და ცხოვრებაში იშვიათად გეგმავენ. ამ ორს რაიმეზე შეთანხმება ძალიან გაუჭირდება.
4. კირჩხიბი და სასწორი
შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ეს კავშირი ცაში დაიწერა, მაგრამ სინამდვილეში ასე არაა. კირჩხიბები ყოველთვის მიილტვიან იქითკენ, რომ გარშემომყოფებზე იზრუნონ. სასწორები ეცდებიან გააკეთონ ისე, რომ ყველა ბედნიერი იყოს. ამ ურთიერთობაში იმდენად ცოტა ეგოიზმია, რომ ურთიერთობა სრულიად უსახო გახდება.
5. თხის რქა და სასწორი
თხის რქა ეს არის ნიშანი, რომელიც ვერანაირ ნონსენს ვერ მოითმენს. ეს ნიშნები ყოველთვის მზად არიან იმუშაონ რათა დასახულ მიზნებს მიაღწიონ და ოცნებებს ფრთები შეასხან. მეორეს მხრივ, სასწორები ადამიანების კამპანიაში კარგი დროის გატარებისკენ ილტვიან. ამ წყვილს ერთმანეთთან ურთიერთობაში აზრის პოვნა გაუჭირდება.
6. მორიელი და მერწყული
მორიელები ძალიან მგზნებარეები, ვნებიანები და მგრძნობიარეები არიან. მერწყულები კი ილტვიან ყველაფერი გაანალიზონ, გონება ჩართონ და ემოციები გამორთონ. ერთს გული მართავს, მეორეს აზროვნება. ასეთ ურთიერთობას კრახი ელის. ისინი სხვადასხვა ენაზე საუბრობენ როცა საქმე სიყვარულს ეხება.
7. მშვილდოსანი და თევზები
მშვილდოსნები ცნობილები არიან იმით, რომ პასუხისმგებლობას გაურბიან და ამჯობინებენ რომანტიკუ ურთიერთობას უფრო მარტივად მიუდგნენ. თევზებისთვის ეს შეიძლება პრობლემა გახდეს, იმიტომ რომ სიყვარულზე უფრო ტრადიციული წარმოდგენები აქვთ. თევზები მშვილდოსნებთან ბედნიერები ვერასდროს იქნებიან. მშვილდოსანი ვერ მისცემს თევზს იმას, რაც მას სჭირდება.
8. ვერძი და თხის რქა
ვერძები იმპულსურები არიან დაიშვიათად ფიქრობენ იქამდე, სანამ იმოქმედებენ. თხის რქა თავის მხრივ, ძალიან პრაგმატული ზოდიაქოს ნიშანია, რომელსაც ყოველ ჯერზე სწორი და მოფიქრებული გადაწყვეტილების მიღება სჭირდება. თხის რქებისთვის ვერძებთან ყოფნა მოულოდნელობისა და არასტაბილურობის გამო რთული იქნება.