ზუსტად 20 წუთში შეგიძლიათ ეს უგემრიელესი საკვები მოამზადოთ. აიღეთ წყალი და ხორბლის ფქვილი.

ყველა ესპანელმა დიასახლისმა იცის, როგორ მოამზადოს ჩუროსი. მისი რეცეპტი მარტივია და ნაციონალურ ღირსებად ითვლება. ეს გემრიელი ესპანური წასახემსებელი იქ ყველა კუთხე-კუნჭულში იყიდება.

მზადდება კვერცხის ცომზე, რაც მას განუმეორებელ სირბილეს ანიჭებს. მის მომზადებას 25 წუთზე მეტი იშვითა შემთხვევაში სჭირდება. ეს ხდება მაშინ, თუ ჩუროსს კრემს ან ყველს უმატებენ.

შიგთავსის მომზადების აუცილებლობა არაა, რადგან ჩუროსი ისედაც ნოყიერია.

ინგრედიენტები

წყალი 200მლ

ხორბლის ფქვილი 160გ

გამაფხვიერებელი 1 ს.კ

მარილი 0.5 ჩ.კ.

დარიჩინი 0.2 ჩ.კ.

მზესუმზირის ზეთი 100მლ

მომზადება
  1. გააცხელეთ წყალი. ჩაყარეთ მარილი, დარიჩინი, გამაფხვიერებელი და ფქვილი დიდ ჯამში.
  2. დაასხით ცხელი წყალი და მოზილეთ ცომი. დააყენეთ 5 წთ.
  3. ცომი სპეციალურ საკონდიტრო ტომარაში მოათავსეთ (რითიც ტორტს რთავენ), შეგიძლიათ პაკეტი გამოიყენოთ და ზეთიან ტაფაზე ზოლებად დაასხით. შეგიძლიათ სპირალის ფორმით დაასხათ და შემდეგ გაყოთ ერთმანეთისგან. შეწვით ყვითელ შეფერილობამდე ორივე მხრიდან.

ამ ნაწარმს რთავენ რძიანი ან შავი შოკოლადით. ის საუკეთესო დესერტია ჩაისთან ან ყავასთან მისაყოლებლად.

კომენტარის დატოვება