კარტოფილის ჩხირები ყველით — მარტივი კერძია, რომელიც დამწყებ კულინარებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. სადღესასწაულო სუფრის მომზადებისას ამ შესანიშნავი რეცეპტის არსებობა არ უნდა დაივიწყოთ. ის ძალიან გემრიელია და მოსამზადებლად დიდი დროც არ სჭირდება.
წარმოგიდგენთ ჩხირებს, რომელიც მისაყოლებლად მოუხდება როგორც სუპს, ისევე ლუდს. ისინი სასიამოვნოა როგორც ცხელ, ისე ცივ მდგომარეობაში.
ინგრედიენტები
- 5–6 კარტოფილი
- 100–120 გ ბეკონი
- 200 გ მაგარი ყველი
- 1 ს.კ. არაჟანი
- მცენარეული ზეთი, ოხრახუში, შავი დაფქული წიწაკა, მარილი
- 2 კვერცხი
- ცოტა ფქვილი და სუხარი
ინგრედიენტები სოუსისთვის
- 200 გ არაჟანი
- 2–3 კბილი ნიორი
მომზადება
- გაასუფთავეთ კარტოფილი და მოხარშეთ, დაჭყლიტეთ ერთგვაროვან მასამდე.
- ბეკონი წვრილად დაჭერით დანით.
- ასევე ოხრახუშიც.
- დაამატეთ დაჭყლეტილი ბეკონი და ოხრახუში, ასევე არაჟანი და კარტოფილი. მოაყარეთ მარილი, პილპილი და აურიეთ.
- დაჭერით ყველი ჯოხებად, 5-6 სმ სიგრძით.
- კარტოფილის მასისგან მრგვალი ფორმები გააკეთეთ, მოათავსეთ მათზე ყველის ჩხირი და რულეტივით შეახვიეთ.
- მიღებული ჩხირები ამოავლეთ ფქვილში.
- შემდეგ ათქვეფილ კვერცხში.
- შემდეგ შეწვით დიდი რაოდენობით ცხელ ზეთში.
- დარჩა სოუსი. აურიეთ არაჟანი, დარჩენილი ოხრახუში, დაჭყლეტილი ნიორი, მარილი და წიწაკა ერთ ჭურჭელში. საგულდაგულოდ აურიეთ.
გასინჯეთ და მიხვდებით რატომაა ეს გემრიელი წასახემსებელი საშუალება მთელს მსოფლიოში პოპულარული.