თუ მაცივარში გაყინული ალუბალი გაქვთ, მისგან მსუბუქი ტორტის მომზადება შეგიძლიათ. ჯადოსნური რეცეპტი გაგანდობთ ამ საოცარი დესერტის საიდუმლოს, რომელსაც “ალუბალს თოვლის ქვეშ” უწოდებენ. ის მეფურად გამოიყურება და არც გემო გაგიცრუვებთ იმედს.
პირველ რიგში მოამზადეთ ალუბალი შიგთავსისთვის. გამოგადგებათ გაყინულიც. მომზადებამდე გაალღვეთ და დაწურეთ. მოაშორეთ კურკები. დაამატეთ 2 ს.კ. შაქარი და სახამებელი.
ინგრედიენტები
- ნაღების კარაქი 150გ
- შაქარი 180გ
- ხორბლის ფქვილი 2 ჭიქა
- კვერცხი 3 ც
- ალუბალი 500გ
სახამებელი 1 ს.კ.
მარილი
მომზადება
- აურიეთ ოთახის ტემპერატურის ნაღების კარაქი, 2ს.კ. შაქარი, მარილი და 3 კვერცხის გული. შეგიძლიათ დაუმატოთ ვანილის შაქარი. ათქვიფეთ მიქსერით საშუალო სიჩქარეზე 1-2 წუთით.
- მოზილეთ ელასტიური რბილი ცომი. გადაიტანეთ 20-22 სმ დიამეტრის მქონე ჭურჭელში და მიეცით ფორმა. ზევიდან დააწყვეთ ალუბალი.
- გააცხელეთ გაზქურა 180 გრადუსზე და გამოაცხვეთ 15-25 წთ.
- მომზადებამდე 3-5 წუთით ადრე ათქვიფეთ 3 გაციებული ცილა ღრმა თეფშში. დაამატეთ 2/3 ჭიქა შაქარი და ისევ ათქვიფეთ.
- მოათავსეთ ცილა სპეციალურ საკონდიტრო ტომარაში და მორთეთ ალუბლის ზედა ნაწილი. ცეცხლი 150 გრადუსამდე გაზარდეთ და გამოაცხვეთ კიდევ 10 წუთი სანამ შესაფერის ფერს არ მიიღებს.
- გამორთეთ ცეცხლი და ნამცხვარი გაზქურაში კიდევ 10 წთ გააჩერეთ. ამის შემდეგ გააცივეთ და გადმოიტანეთ ჯამზე.
რეცეპტი შეგიძლიათ გაახალისოთ და აუბლის ნაცვლად გამოიყენოთ მარწყვი, ჟოლო, მოცვი, მაყვალი ან სხვა კენკრა.