ასტროლოგების აზრით, არსებობს ზოდიაქოს ე.წ. “მძიმე არტილერია”, რომელიც სამ ნიშანს აერთიანებს. მათი ხასიათის თვისებიდან გამომდინარე, ძალიან საშიში მეტოქეები არიან. ეს სამივე ნიშანი დამარცხებას ფაქტიურად ვერ ეგუება და მეტოქის დასამარცხებლად ყველაფერს აკეთებს.
მაშ ასე, მტრად და მეტოქედ სასურველია არასოდეს გადაიკიდოთ სამი ზოდიაქოს ნიშანი:
პირველი ადგილი კირჩხიბს ერგო. ერთი შეხედვით დაუცველი, დეპრესიული, მუდამ მოწუწუნე და აპათიური პერსონის მიღმა ნამდვილი არაპროგნოზირებადი მტერი იმალება. მასში განსაკუთრებით იზრდება აგრესია, თუ მის ოჯახის წევრს ან საყვარელ ადამიანს რაიმე ფორმით ზიანს მიაყენებთ.
კირჩხიბები ჩუმი მტრები არიან. შეიძლება ძალიან დიდხანს ვერ გაიგოთ ვინ გაგითხარათ სამარე და ზემოდან მიწაც მოგაყარათ.
მორიელი მეორე ადგილს იკავებს. იგი ღია ბრძოლის ხელოვნებით გამოირჩევა. მორიელს განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს გამარჯვების შემდეგ მოსვლა და საკუთარი უპირატესობის დაფიქსირება.
მორიელი ორი რამის გამო შეიძლება გადაიკიდოთ. პირველი პროფესიული სარბიელია, ხოლო მეორე პირადი. პროფესიულ სარბიელზე იგი დაუნდობელი მეტოქეა და ყველაფერზეა წამსვლელი. მორიელი ყველაფერს გააკეთებს, რომ ჯერ მაგრად გაგაწამოთ და ბოლოს დატკბეს თქვენი განადგურებით.
მშვილდოსანი უცნაურია, მაგრამ საშინელ მეტოქეებში მოხვდა. ერთი შეხედვით გულღია და მეგობრული მშვილდი ძალიან საშიში მეტოქე და მოწინააღმდეგეა.
ამის მთავარი მიზეზი იდეოლოგიური პრინციპებია. მშვილდოსანი ერთ-ერთი, ყველაზე დიდი იდეალისტია ამქვეყნად. ამიტომ მისი შეხედულებების, რწმენის პრინციპებისა და ფასეულობების დაცინვას იგი არასოდეს, არავის აპატიებს. თუმცა, შურისძიება ამ ნიშანს, კირჩხიბისა და მორიელისგან აბსოლუტურად განსხვავებული ახასიათებს. იგი ყოველთვის ცდილობს ”საჯაროდ” იძიოს შური მეტოქეზე. რაც იმით გამოიხატება, რომ ამ უკანასკნელის იმიჯის ლაფში ამოსვრაზე იზრუნებს პირველ რიგში მშვილდოსანი ყველაზე უკეთ.