დაბრაწული პურები ხაჭოთი

მარტივ, უბრალო, საკუთარი ხელით მომზადებულ საუზმეს ვერასდროს შეცვლის რთული და ძალიან გემრიელი კერძები ცნობილი მზარეულებისგან. ომლეტი, შემწვარი კვერცხი, ყიყლიყო – დილის კლასიკაა, რომელიც დღეს ყოველთვის სასიამოვნოდ გვაწყებინებს. მაგრამ, კლასიკა რო არ მოგვბეზრდეს, მრავალფეროვნებაც საჭიროა. ზოგიერთს პურის ტაფაზე შწევა და მასზე კვერცხის დახლა უყვარს, ზოგს რძეში ამოვლება, პროფესიონალები კი დაბრაწულ პურებს ხაჭოთი ამზადებენ.

ინგრედიენტები

პურის ნაჭერი 12ც
ხაჭო 250გ
რძე 100მლ
კვერცხი 2ც
არაჟანი 2 ს.კ.
ნიორი 2 კბილი
მზესუმზირის ზეთი 2ს.კ.
წიწაკა, მარილი

მომზადება

  1. ნებისმიერი ხაჭო აურიეთ დაჭყლეტილ ნიორთან და პილპილთან. სურვილისამებრ დაამატეთ მარილი.
  2. ხაჭოს დაუმატეთ არაჟანი (ან რამდენიმე კოვზი რძე ან კეფირი) და აურიეთ. ხაჭო პურზე ადვილად უნდა წაისვას.
  3. წაუსვით ხაჭოს მასა პურის 6 ნაჭერს და დანარჩენი ნაჭრები თავზე დაახურეთ. მიიღებთ სენდვიჩებს, რომლებიც თავიდან რძეში უნდა ამოავლოთ, შემდეგ კვერცხში. არ დაგავიწყდეთ გვერდები.

  4. როგორც კი ამოავლებთ, გაცხელებულ, ზეთდასხმულ ტაფაზე მოათავსეთ და ორივე მხარეს სასურველ შეფერილობამდე შეწვით.
ხაჭოს ყიყლიყოები შეგიძლიათ მოამზადოთ ტკბილი ან მარილიანი. ტკბილის შემთხვევაში დააყარეთ შაქრის პუდრა და მორთეთ კენკრით ან ჯემით. კიდევ კარგი კომბინაციაა მწვანილი.

კომენტარის დატოვება