6 საოცარი რამ, რასაც თქვენი ფრჩხილის ფორმა ამბობს თქვენ შესახებ

ყველას სხვადასხვანაირი ფორმის ფრჩხილები აქვს: ზოგს ფართო, ზოგს მრგვალი, ზოგს პატარა და ზოგს გრძელი. მაგრამ, გიფიქრიათ რას ამბობს ეს თქვენზე? ცნობილი ნიგერიელი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ფრჩხილის ბუნებრივი ფორმა, ისევე როგორც ანაბეჭდი, საკუთარი პატრონზე გარკვეულ ინფორმაციას გასცემს. იპოცნეთ საკუთარი ფორმა:

განიერი, გრძელი, და მართკუთხა ფრჩხილები

წყნარი, პრაგმატული, დაბალანსებული, დამოუკიდებელი ადამიანი ფართო აზროვნებით. ისინი სანდოები არიან და საკუთარ ქცევებსა და სიტყვებზე პასუხისმგებლობის შეგრძნებას ფლობენ. დაბადებულები ლიდერებად.

ძალიან პატარა, კვადრატული ფრჩხილები

მახვილგონიერი, მოქნილი და ოსტატური ადამიანები სწრაფი გონებით. ძალიან ფეთქებადები, მაგრამ მათი აფექტი მალე ცხრება. აგრესიულობისკენ და სიხარბისკენ მიდრეკილები არიან, ისევე როგორც ეჭვიანობისკენ.

გრძელი და წვრილი ფრჩხილები

ეგოისტები და გამჭრიახი ადამიანები პრინციპებით. მათ სიმდიდრე და საკუთარი თავის მიმართ გამოხატული ყურადღება ხიბლავთ. ხშირად წყინთ.

მოკლე ფრჩხილები

მოუთმენლები და ფიცხები –  ეს ადამიანები საოცრად სწრაფად აზროვნებენ. რაც უფრო მოკლეა ფრჩხილები, მით უფრო მომთხოვნები არიან საკუთარი თავის და სხვების მიმართ. ყოველთვის ისწრაფვიან საკუთარი გზისთვის და გამოუსწორებელი პერფექციონისტები არიან.

ნუშისებრი ზომის ფრჩხილები

დელიკატური, მგრძნობიარე და რომანტიკული სულები იდეალისტური ხედვებით. მოსწონთ როცა სხვებისთვის გამოსადეგარები არიან. ძალიან სენტიმენტალურებს ხშირად სწყინთ.

სამკუთხა ფრჩხილები

არტისტულები დელიკატური ხასიათით, რომლებსაც მუდამ ეცვლებათ ხასიათი და ნერვული ნგრევის პირზე არიან. სურთ აღიარებულები და ცნობილები იყვნენ და წაგებას ვერ იტანენ.

კომენტარის დატოვება