ამერიკელ მხატვარ ბევ დულიტლს კამუფლაჟურ მხატვარს უწოდებდნენ, რადგან მას შეეძლო, ნახატზე რამდენიმე გამოსახულება შეენიღბა – სხვა დეტალების მოხაზულობებში დაემალა. ამიტომ მისი ნახატები ყოველთვის მოითხოვს დაკვირვებულ თვალს და დიდხანს ყურებას, რომ ყველაფერი აღიქვა. ამ ნახატს “7 ცხენი” ჰქვია და რა ხანია, ის მნახველს ტავგზას უბნევს. თოვლით დაფარული გორების ფონზე იმავე თეთრ-ყავისფერი შეფერილობის ცხენები არიან გამოსახული. მხატვარი ამტკიცებს, რომ აქ 7 ცხენია, თუმცა მაყურებელი დიდი ხნის თვალიერების შემდეგ 5 ცხენს ხედავს და ზოგს ამ ხუთის აღქმაც კი უჭირს. 40 წელი გავიდა ნახატის შექმნის მომენტიდან და ხალხი დღემდე ვერ ხსნის ამ ოპტიკურ ილუზიას. ზოგიერთები ამბობენ, რომ მხატვარმა უბრალოდ გაიხუმრა, ხუთი ცხენი დახატა და ნახატს “7 ცხენი” უწოდა. თუმცა სხვები ამტკიცებენ, რომ თუ ცენტრში მდგომ ცხენს დავაკვირდებით, ის ორსულადაა. ასევე გაპუტკუნებულია მის უკან მდგარი ცხენიც. შესაბამისად, კიდევ ორი “ცხენი” დედების მუცლებში იმალება. ასეთია მათი პასუხი. დააკვირდით თქვენც და თქვენი ვერსია გამოთქვით.
ოპტიკური ილუზია, რამდენ ცხენს ხედავ ფოტოზე?
