კენკრის ჟელე არაჟნით: უგემრიელესია და წონასაც არ მოიმატებთ

დაბალკალორიული კენკრის ჟელე სასიამოვნო წასახემსებელია. მისით შეგიძლიათ საკვების სრულფასოვანი პორცია ჩაანაცვლოთ, მაგალითად ისაუზმოთ. ბავშვები დიდი სიამოვნებით შეექცევიან მას და მომზადებაში დახმარებაც არ დაეზარებათ.

ასეთი სასიამოვნო და გემრიელი დესერტი ორ ფენად მზადდება: ქვედა კენკრის პიურესგან შედგება, მარწყვის მთლიანი მარცვლებით, ზედა კი არაჟნისგან და სხვა საყვარელი კენკრისგან. გამოიყენეთ უცხიმო არაჟანი, მარყვი, ჟოლო, ქლიავი… და დაიწყეთ მომზადება…

ინგრედიენტები

არაჟანი 250მლ

შაქარი 6 ს.კ.

მარწყვი 500გ

ჟოლო 100გ

მოცვი 100გ

ჟელატინი 40გ

წყალი 400მლ

მომზადება
  1. 200 გ მაწყვი დაჭყლიტეთ ბლენდერში პიურეს მასის მიღებამდე. 20 გ ჟელატინი გახსენით 250მლ წყალში, გაახურეთ გაზავებამდე და გააცივეთ. აურიეთ პიურესთან, დაამატეთ 2 ს.კ. შაქარი.
  2. 200 გ მარწყვი, ნახევრებად დაჭრილი, ჟელეს ფორმაზე დააწყვეთ, დაასხით პიურე და მოათავსეთ მაცივარში 2.5 საათით.
  3. დარჩენილი ჟელატინი გახსენით 150მლ წყალში, ასევე გაახურეთ და გააცივეთ, დაასხით არაჟანი. მოაყარეთ 4 ს.კ. შაქარი და საგულდაგულოდ აურიეთ. დაამატეთ დარჩენილი მარწყვი და სხვა კენკრა.
  4. დაასხით არაჟნის ფენა მარწყვის პირველ გაციებულ ფენას დამოათავსეთ მაცივარში კიდევ 2 სთ.

ამ კენკრის ჟელეს ერთხელ გასინჯვისას, მის რეგულარულად მომზადებას დაიწყებთ. ზამთარში ის გაყინული კენრისგან გააკეთეთ, პიურე წვენის ნაზი ფენით ჩაანაცვლეთ. მშვენიერი იდეაა სადღესასწაულო სუფრისთვის.

კომენტარის დატოვება