არაჟნის ცომს ვაშლი დაუმატეთ: შედეგად ეს შესანიშნავი შტრუდელი გამოცხვება

შტრუდელის მოსამზადებლად რომელი ვაშლის სახეობასაც აირჩევთ, დესერტს შესაბამისი გემო ექნება. რეკომენდაციას გავუწევთ რბილ, ტკბილ, წვნიან ვაშლებს.

ფხვიერი ცომი და რბილი შიგთავსი – საოცარი შეხამებაა. დესერტისთვის უკეთესს ვერც მოიფიქრებთ.

ინგრედიენტები ცომისთვის

350 გ ფქვილი

200 გ არაჟანი

200 გ ნაღების კარაქი

1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი

2 ჩ.კ. ვანილის შაქარი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

5 ვაშლი

2 ს.კ. ლიმნის წვენი

150 გ შაქარი

1 ს.კ. ლიმნის ცედრა

1 ს.კ. დარიჩინი

 

მომზადება

მიქსერით ათქვიფეთ ნაღების კარაქი, არაჟანი და ვანილის შაქარი.

სხვა ჭურჭელში გაცერით ფქვილი და შეურიეთ გამაფხვიერებელი.

მოათავსეთ ორივე მასა ღრმა ჯამში. მოზილეთ ცომი. ის რბილი უნდა იყოს და ხელებზე არ გეკრობოდეთ. შეახვიეთ საკვებისთვის განკუთვნილ ქაღალდში და შედგით მაცივარში 30 წუთით.

გაასუფთავეთ ვაშლი, მოაშორეთ შუაგული და დაჭერით. დაამატეთ ლიმნის წვენი, ცედრა, დარიჩინი. ყველაფერი აურიეთ.

ცივი ცომი ორ ნაწილად გაყავით. ერთი ნაწილი გააბრტყელეთ ზომით 15 x 30 სმ და სისქით 6 მმ.

მოათავსეთ შიგთავსი მართკუთხედი ფორმის ცომის შუაში. შეახვიეთ ორივე მხრიდან ისე, რომ ცენტრისკენ გადაახვიოთ და რულეტი მიიღოთ.

ცომის მეორე ნაწილისგან კიდევ ერთი რულეტი გააკეთეთ. ორივე მათგანზე 5სმ-იანი დაშორებით გააკეთეთ ჭრილები. წაუსვით კარაქი და 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 25 წთ გამოაცხვეთ.

 

ამ რეცეპტის უფრო სრულყოფილი ვერსიის დამზადება შესაძლებელია, თუ შიგთავსს თხილს, ქიშმიშს, ჭერამს და სხვა ჩირს დაუმატებთ. ზევიდან შეგიძლიათ შაქრის პუდრა მოაყაროთ ან კვერცხი წაუსვათ გამოცხობამდე.

გემრიელი ვაშლის შტრუდელი ათქვეფილ ნაღებს და ჯანჯაფილიან ჩაის მოუხდება.