იმისთვის, რომ სახლში სიმყუდროვე იყოს, თითოეულ დეტალს ფუნქციური და ესთეტიკური როლი უნდა ჰქონდეს. ყოველდღიური გამოყენებისთვის ყველა არასაჭირო ნივთი კარადაში უნდა შეინახოთ.
რა გავაკეთოთ თუ სახლში კარადის ადგილი არაა? ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს ასე. საჭირო ადგილის მოსაძებნად, უარი თქვით სტერეოტიპზე, რომ კარადა გაბარიტული ავეჯია, აუცილებლად კედელთან უნდა იდგეს და ნახევარი ოთახი დაიკავოს. გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები. იქამდე, სანამ კარადას იყიდით, დაფიქრდით, რა უნდა შეინახოთ მასში და მოუძებნეთ ადგილი.
ეს ავეჯი შესაძლოა კედლის ტიხარად და შესანახ სივრცედ ერთდროულად გამოგადგეთ. დახურულ ნაწილში საყოფაცხოვრებო ნივთების შესახვას შეძლებთ, ნიშებზე კი ინტერიერის გაფორმებისთვის დეკორატიულ ელემენტებს მოათავსებთ.
ბევრ ბინაში ფანჯრის რაფის ქვეშ თავისუფალი ადგილია. თუ ამ ადგილას გამათბობელი არ გაქვთ განთავსებული, გამოიყენეთ კარადისთვის.
კიდევ ერთი ვარიანტი ფანჯარასთან არსებული ადგილის სამუშაო სივრცედ ქცევაა, ბევრი თაროთი და ყუთით.
არ თქვათ უარი კარადის ტრადიციულ განთავსებაზე – კედლის გასწვრივ. ამ შემთხვევაში კარებებზე გააკეთეთ სარკე, რათა ოთახის სივრცე ვიზუალურად გააფართოვოთ.
ასევე შეგიძლიათ მიმართოთ კუთხის ვარიანტს. კარადა საწოლის თავზე არსებული განყოფილებებით გააფართოვეთ.
ფანჯარასთან არსებული სივრცის გამოყენება მრავალფეროვნად შეიძლება. აქციეთ ის ფუნქციონალურ დასვენების ზონად.
განსაკუთრებით აქტუალურია კარადის განთავსება სააბაზანოში, სადაც თითოეული სანტიმეტრი დათვლილია. ძირითადად ირჩევენ კედლის კარადას სარეცხი მანქანის თავზე.
მსგავსი სახით შეგიძლიათ მოათავსოთ საპირფარეშოშიც. მსგავს კარადაში შეინახავთ სარეცხ ფხვნილებს, ტუალეტის ქაღალდს თუ სხვა საჭირო ნივთებს.
საძინებელში შეგიძლიათ გამოიყენოთ არამხოლოდ სივრცე საწოლთან, არამედ მის თავზე. პირველ რიგში მას გამოიყენებთ თეთრეულის, ბალიშების და პლედების შესანახად.
გარდერობი შეგიძლიათ კუთხისებრი გააკეთოთ, თუ ტიპიურ მართკუთხას ვერ ატევთ. არასტანდარტული არ ნიშნავს შეუთავსებელს.
არ დაივიწყოთ აივნების და ლოჯების შესახებ. თუ ასეთი ადგილი მოგეძებნებათ, თამამად გამოიყენეთ კარადების მოსათავსებლად.
აირჩიეთ შესაბამისი კონსტრუქცია, რომელიც სასურველია არ გადატვირთოთ.
კარადის სტილის და ფორმის არჩევა მარტივდება მას შემდეგ, რაც მას ბინაში ადგილს მოუძებნით. პარამეტრები დამოკიდებულია იმაზე, თუ რამხელა სივრცის გამოყოფას აპირებთ მისთვის. ეცადეთ რაც შეიძლება ცოტა ადგილი დაიკავოს.
კარადა ფუნქციური ნივთია, რომელმაც სახლში საქმიანი ფუნქცია უნდა შეასრულოს და არა დეკორატიული. ამასთან, ჰარმონია უნდა მოახდინოს ინტერიერის სხვა ნაწილებთან. ეს გაითვალისწინეთ იქამდე, სანამ კარადის ფერს აირჩევთ.