თურმე ჯანმრთელობისთვის და ოჯახის კეთილდღეობისთვის საზიანო ინტერიერში არა მხოლოდ ნახატები და ფერები შეიძლება იყოს, მცენარეებსაც შეუძლიათ ოჯახურ ბედნიერებაზე ნეგატიური გავლენის მოხდენა. ამიტომ, ჩხუბის, უთანხმოების და განქორწინების თავიდან ასაცილებლად, ყურადღება მიაქციეთ ყვავილების შემდეგ ჩამონათვალს, რომლებიც, ფენ შუის მიხედვით, ყველა უსიამოვნების მთავარი მიზეზი ხდება.
ლოუსონია
ფენგ შუის მიხედვით, ლოუსონია არასასიამოვნო მცენარედ ითვლება, ამბობენ, რომ ის ნეგატივს და ზიანს აყენებს ოჯახის წევრებს. ასევე ითვლება, რომ ლაუსონიას არსებობა ამცირებს ოჯახში დადებით ენერგიას, ზრდის კონფლიქტის ალბათობას და საფრთხეს უქმნის ოჯახის წევრთა ჯანმრთელობას. გარდა ამისა, ეს
მცენარე ქრონიკულ დაღლილობას და ძილის პრობლემებს იწვევს.
აკაცია
აკაციის ეკლიან ტოტებს ოჯახში უარყოფითი ენერგიის შემოტანა შუძლია. ეს მცენარე კონფლიქტთან და მტრულ ურთიერთობასთან ასოცირება. ამ მცენარეს თავისუფლად შეუძლია ჩხუბის პროვოცირება, რაც ოჯახში შფოთვისა და დეპრესიის, სკანდალებისა და განშორებების მიზეზიც კი შეიძლება გახდეს.
თამარინდი
ამბობენ, რომ თამარინდს ოჯახში შემოაქვს ნეგატივი, რაც ურთიერთობებში იწვევს ჩხუბს და ბზარს, ამცირებს ჰარმონიასა და პროგრესს ოჯახში. ამ მცენარეს ასევე ფინანსური პრობლემები და სხვა დაბრკოლებები მოაქვს.
გამხმარი ყვავილები
გამხმარი ყვავილების არსებობა სახლში პრობლემების, დაავადებებისა და სიღარიბის მოზიდვასთან ასოცირდება. ეს პრობლემები უკავშირდება არა მხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ ფინანსებს, ამიტომ სასწრაფოდ უნდა მოიშორო თავიდან გამხმარი ყვავილები, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩხუბის, და უთანხმოების თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება.
ბონსაი
ბონსაი არის მინიატურული ხეების გაშენების ხელოვნება და მრავალი წლის განმავლობაში გამოიყენება რამდენიმე კულტურაში. მაგრამ, სამწუხაროდ, ბონსაის ხეები, მიუხედავად მათი სილამაზისა, უარყოფითად მოქმედებს ადამინებზე, რადგან მათ შეუძლიათ მოიზიდონ უბედურება, უარყოფითი ენერგიები და პრობლემები (მათ შორის ფინანსური). გარდა ამისა, ითვლება, რომ ბონსაის ხეები დიდ ადგილს იკავებს და ბევრ მტვერს აგროვებს, შედეგად სახლი ივესება მძიმე ენერგიით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, დაღლილობა და გაღიზიანება.
კალადიუმი
კალადიუმი მრავალწლიანი მცენარეა, რომელიც პოპულარულია თავისი განსაცვიფრებელი სილამაზით. ის ხშირად გვხვდება ინტერიერის დიზაინში, განსაკუთრებით როგორც ქოთნების ან ლარნაკების დეკორაცია. თუმცა, ფენ-შუის მიხედვით, ამ მცენარეს მოაქვს უბედურება და დაბრკოლებები, ასევე ჩხუბი და უთანხმოება ოჯახის წევრებს შორის.
დიფენბახია
დიფენბახია ფოთლოვანი ტროპიკული მცენარეა, რომელიც ასევე პოპულარულია ინტერიერის დიზაინში. იგი ცნობილია თავისი გამორჩეული ფორმის გრძელი ფოთლებით. ფენ შუის მიხედვით, ეს მცენარე ძალიან უარყოფითად მოქმედებს ოჯახურ ურთიერთობებზე, შემოაქვს ნეგატივი, იწვევს ჩხუბს და კონფლიქტს ოჯახში, გარდა ამისა, ითვლება, რომ დიფენბახიამ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები და მოთენთილობა გამოიწვიოს.