2019 წელს რთულია დაიჯეროთ, რომ პლანეტაზე ისევ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც გარკვეული ცივილიზაციისთვის არ მიუღწევიათ – კანალიზაციის, წყალსადენის, ელექტროენერგიისა და ინტერნეტისთვის. ბუნებრივია ცდილობენ სიტუაციის გამოსწორებას, მაგალითად ილონ მასკი გეგმავს სატელიტური ინტერნეტი შექმნას, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იქნება ხელმისაწვდომი, თანაც უფასოდ.
ჯერ კიდევ 2015 წელს ინდური წარმოშობის ამერიკელმა მილიარდემა, მანოჯ ბჰარგავამ მშვენიერი რამ მოიფიქრა. მისი გამოგონება ეხმარება ადამიანებს სახლში ელექტროენერგია არასდროს შეუწყდეს. პირველ რიგში ეს ინდოეთის ღარიბ უბნებს ეხებათ.
ბჰარგავას იდეა მარტივია. მან ველოსიპედის მსგავსი კონსტრუქცია ააგო. როცა ადამიანი პედლებს ატრიალებს, ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. მას ეწოდება Free Electric.
იმისთვის, რომ მოწყობილობა ღარიბებისთვის იყოს ხელმისაწვდომი, ბიზნესმენმა ფასი 100$-ის ფარგლებში დაადო.
პროექტის პოპულარიზებისთვის და დამატებითი ინვესტიციების მოზიდისთვის ბიზნესმენმა შექმნა მოძრაობა Billions in Change.
თუმცა, იყო სირთულეები. პირველ რიგში, ველოსიპედზე რთული იყო საკმარისი ენერგიის დახარჯვა, რათა ელექტროენერგიით მთელი სახლი უზრუნველყოფილიყო. 1 საათიანი ვარჯიში მხოლოდ განათებას ყოფნიდა.
მეორე მიზეზიც ობიექტურია. კაცობრიობა წინ წავიდა, მზის პანელების ტექნოლოგიები ხელმისაწვდომი და ეფექტური გახდა. ამასთან ბჰარგავა სიახლეებს არ აყვა.
Billions in Change აგრძელებს არსებობას, ველოსიპედებს მზის პანელების აკუმულატორები შეენაცვლნენ. თუმცა, ველოსიპედებზე მოთხოვნა კვლავაა.
საათში 150 ვატიანი აკუმულატორები 100$ ღირს.
ამ ზაფხულს, Billions in Change იმით გამოირჩეოდა, რომ ქარიშხლისგან გადარჩენილ პუერტო-რიკოს მაცხოვრებლებს მოწყობილობები დაურიგეს.
ბოლო დროს ბჰარგავა მობილიზებულია იმაზე, რომ პერსპექტიული გამოგონებები შექმნას, რომლებიც კეთილ საქმეს მოხმარდებიან.
ასეთი ადამიანების მეშვეობით ეკოლოგიური კატასტროფის დადგომის აღარ გვეშინია.