გაიცანით ერთადერთი მხატვარი მსოფლიოში, რომელიც სინათლეს ხატავს.

ასობით ნიჭიერ მხატვარს შორის მხოლო ერთეულები ხდებიან ლეგენდარულები, მათი უმრავლესობა ისტორიის მიღმა რჩება, მასებისგან შეუმჩნევლად. ყველა მათგანი ვერ ახერხებს სახელის დამკვიდრებას, ისევე როგორც და ვინჩი ან დალი.

ამჯერად წარმოგიდგენთ უჩვეულო ესპანელ მხატვარს ვისენტ რომერო რედონდოს, რომელიც ერთადერთ ავტორად ითვლება, ვისაც საოცრად გამოსდის სინათლის ხატვა.

რედონდო 1956 წელს მადრიდში დაიბადა და 4 ვაჟიშვილს შორის უფროსი იყო. მამის სამსახურის გამო ოჯახს მუდამ საცხოვრებლის გამოცვლა უხდებოდა და მხოლოდ მაშინ დაუბრუნდნენ მადრიდს, როცა ვისენტი 15 წლის გახდა.

უკვე ადრეული ასაკიდან გაიგეს მშობლებმა, რომ ის მხატვარი გახდებოდა. რამდენი სკოლაც არ უნდა გამოეცვალა ვისენტს, ყველა მათგანში ხდებოდა ცნობილი მასწავლებლებისა და კლასელების კარიკატურების შექმნით. ბიჭუნას იშვიათად ხედავდნენ ხელში ბლოკნოტისა და ფანქრის გარეშე.

1982 წელს რედონდომ სან-ფერნანდოს ხელოვნების უმაღლესი სკოლა დაასრულა – ესპანეთის ყველაზე პრესტიჟული სასწავლებელი და სკულპტორი გახდა.

გარკვეული დრო სკულპტორად იმუშავა, შემდეგ მიხვდა, რომ საკუთარი გრძნობების სრულად გამოხატვა მხოლოდ ნახატებით შეუძლია და მხატვრობაში ტექნიკის დახვეწა დაიწყო. მოგზაურობდა ქვეყანაში როგორც ქუჩის მხატვარი.

სამაგიეროდ, სწორედ სკულპტორის განათლება დაეხმარა გაეცნო წარსულის ყველაზე თვალსაჩინო შემოქმედება და ქალის სხეული ასე საოცრად გამოეხატა.

80-იანების ბოლოს, რედონდო დაქორწინდა და კუნძულ კოსტა-ბრავაზე გადასახლდა, სადაც დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა ცნობილი მხატვარი სალვადორ დალი. სწორედ ამ ადგილმა გაუხსნა ვისენტის შემოქმედებასაც ფართო გზა.

ხმელთაშუაზღვიურმა კლიმატმა და ადგილობრივმა პეიზაჟებმა, ლამაზმა მეუღლემ და მყუდრო სახლმა, რედონდოს შთაგონებისა და ინსპირაციისთვის იდეალური პირობები შეუქმნა.

ვისენტის ნახატებში წარმოდგენილი სიმშვიდე, ჰარმონია, სიმსუბუქე და ნამდვილი ქალური სილამაზე მალე გახდა პოპულარული მთელი ქვეყნის მასშტაბით. სინათლისა და ჩრდილების უნიკალური თამაში მხატვრის სავიზიტო ბარათად იქცა.

თავის საოცარ ნახატებს მხატვარი პასტელებით ასრულებს და გადმოსცემს მსუბუქ, ჰარმონიულ ფერებს. ხანდახან რედონდო ზეთში ხატავს, მაგრამ ისინი პასტელური ნამუშევრებისგან განსხვავდება.

90-იანი წლები მხატვრის ტრიუმფი გახდა. მისი სურათები დემონსტრირებული იყო მთელ მსოფლიოში, ვისენტს იწვევდნენ უამრავ გამოფენასა და ღონისძიებაზე.

უკანასკნელ წლებში რედონდო, როგორც პასტელების პროფესიონალი, მსოფლიოში მოგზაურობს და სტუდენტებსა და მოყვარულებს ლექციებს უტარებს.

თავად მხატვარი ამბობს, რომ საკუთარ ნაშრომებში სურს გამოხატოს “გაოცების ილუზია, მოპარული ინტიმურობის მომენტი”

რედონდოს გამოსდის საოცარი სახით გადმოსცეს არამხოლოდ ქალის სილამაზე, არამედ ხმელთაშუაზღვის თვალწარმტაცი პეიზაჟები.

კომენტარის დატოვება