როგორ მოვამზადოთ სახლის სამარხვო მაიონეზი?

მაიონეზი მავნე პროდუქტად ითვლება, მაგრამ რა ვქნათ მაშინ, თუ მის გარეშე არ შეგვიძლია? პასუხი მარტივია: მოამზადეთ ის თავად. წარმოგიდგენთ საშინაო მაიონეზის გემრიელ და სასარგებლო ვარიანტს. რაც მთავარია, სამარცხვოს!

ინგრედიენტები

სელის ფქვილი 2 ს.კ.

მზესუმზირის ზეთი 125 მლ

წყალი 60მლ

ლიმნის წვენი 2 ს.კ.

მდოგვი 1.5 ჩ.კ

მარილი, შაქარი

მომზადება

  1. მოათავსეთ ქვაბში სელის ფქვილი, დაასხით წყალი, დადგით ნელთბილ ცეცხლზე და მუდამ ურიეთ, სანამ გლუვ მასამდე არ მივა. შემდეგ გადმოიღეთ ცეცხლიდან და ოთახის ტემპერატურაზე გააცივეთ.
  2. დააყარეთ მარილი, დაამატეთ დამატკბობელი და ათქვიფეთ. ნელ-ნელა მასას უმატეთ 1 ს.კ. მზესუმზირის ზეთი. გააგრძელეთ ათქვება ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  3. დაასხით ლიმნის წვენი, დაამატეთ მდოგვი და სუნელები გემოვნებით. აურიეთ და მზადაა.

კომენტარის დატოვება