როგორ ხვდება კრიტიკას თითოეული ზოდიაქოს ნიშანი?

ვერძი (მარტი 21 – აპრილი 19)

ვერძებს სიყვარული/სიძულვილის დამოკიდებულება აქვთ კრიტიკასთან. ისინი საკმაოდ კომპეტენტუნარიანები არიან და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ რაიმეში საუკეთესოები გახდნენ. ამიტომაც თუ ვინმეს დასაბუთებული კრიტიკა აქვს მათ მიმართ, მოუსმენენ. ვერძები შეცდომებს ყოველთვის ცუდად არ აღიქვამენ, ამიტომაც ხანდახან კრიტიკას მიღებენ და მათ ახლის შესწავლის შესაძლებლობად აღიქვამენ. მეორეს მხრივ, ვერძებს შეუძლიათ ქედმაღლები იყვნენ და სხვისი აზრის მოსმენა არ სჭირდებოდეთ, რადგანაც თავად უკეთ იციან.

კურო (აპრილი 20 – მაისი 20)

კურომ შეიძლება თავდაცვითი მდგომარეობა დაიჭიროს, როცა ნეგატიურ კრიტიკას ისმენს და გაადწყვიტოს, რომ ამ ადამიანმა არც იცის, რაზე საუბრობს. რაც უფრო მეტს ფიქრობს კურო კრიტიკაზე, მით უფრო იწყებს ფიქრს, რომ თავად მართალი იყო. კურო ძალიან ჯიუტია და თუ რამეს გადაწყვეტენ, განსაკუთრებით მათ შესახებ, ძალიან ძნელია აზრი შეაცვლევინოთ.

ტყუპები (მაისი 21 – ივნისი 20)

ტყუპები კრიტიკის შეგუებასთან ძალიან ადაპტურები არიან და სწრაფად ეცდებიან ზომები მიიღონ. ისინი ილტვიან კიდეც საპასუხო გამოხმაურებისკენ და დაუკავშირდებიან ან საუბარში ჩაერთვებიან იმ ადამიანთან, ვინც მათ რჩევას აძლევს.  ტყუპები ცდილობენ ცუდი გამოხმაურების ან კრახის გამო თავი არ დაისაჯონ. ისინი იპოვნიან მიზეზს, თუ რა გააკეთეს არასწორად და გამოასწორებენ მას.

კირჩხიბი (ივნისი 21 – ივლისი 22)

გაკრიტიკება კირჩხიბისთვის რთული ამბავია, რადგანაც მათზე ნეგატიური აზრის მოსმენა უჭირთ. მათ შეუძლიათ მიიღონ კრიტიკა, თუ გრძნობენ რომ ის კარგი ადგილიდან მოდის, თუ არა, სჯობს გამკრიტიკებელმა აზრი თავისთვის დაიტოვოს. ამ ზოდიაქოს ნიშანს გაგება და ნაკლები ნეგატიურობა სჭირდება.

ლომი (ივლისი 23 – აგვისტო 22)

თუ ადამიანი, ვისაც ლომი პატივს სცემს და აღმერთებს, რჩევას ან სასარგებლო გამოხმაურებას იძლევა, ლომი აუცილებლად მიიღებს. თუ კრიტიკა მოდის იმისგან, ვისაც ლომი არაკომპეტენტურად თვლის, უბრალოდ დააიგნორებს. ლომს გულწრფელობა უყვარს და პირდაპირ ადამიანებს ამჯობინებს, მაგრამ თუ პატივს არ სცემს, მათ არცერთ სიტყვას არ მოისმენს.

ქალწული (აგვისტო 23 – სექტემბერი 22)

თუ კრიტიკა ეხება იმას, რაც ქალწულმა ჩაიდინა, გაუჭირდებათ დაიჯერონ, რომ რაიმე შეეშალათ ან რამეს ვერ გაუმკლავდნენ. ქალწული აუცილებლად ბევრს იფიქრებს და გამოიკვლევს ა სიტუაციას. ნეგატიური გამოხმაურება ყოველთვის აოცებთ და დაუცველ ადგილას გადაისვრით, ეცდებიან კრიტიკა რაღაც მხრივ უგულველყონ.

სასწორი (სექტემბერი 23 – ოქტომბერი 22)

სასწორები ღირსეულად მიიღებენ დასაბუთებულ კრიტიკას და შეიწოვენ მას. როცა საკითხი ზედაპირზეა, სასწორები დასჯიან საკუთარ თავს და იპოვნიან გზებს, რომელთა მეშვეობითაც დამარცხდნენ. სასწორებს რეალურად კრიტიკა არ უყვართ, რაც არ უნდა დაგვარწმუნონ, რომ ეს ასეა. ურჩევნიათ მიიღონ ქება, მართალიც რომ არ იყოს, ვიდრე გააკრიტიკონ.

მორიელი (ოქტომბერი 23 – ნოემბერი 21)

მორიელებს ურთიერთდაპირისპირების არ ეშინიათ, თუ ვინმეს მათ მიმართ კრიტიკა აქვს სათქმელი, მზად უნდა იყვნენ კამათისთვის. ეს ისე გაიტაცებთ, რომ ბოლოს ოპონენტმა შესაძლოა პოზიციაც კი შეციავლოს. მორიელები ძალიან კონცენტრირებულნი არიან, ფოკუსს საკითხზე აკეთებენ და სჯობს აღარ ედაოთ, იმის მიუხედავადაც კი თუ მათთვის კარგი გინდათ.

მშვილდოსანი (ნოემბერი 22 – დეკემბერი 21)

მშვილდოსანი კრიტიკას მშვენივრად ხვდება.  ისრუტავენ იმას, რაც სჭირდებათ და დანარჩენს სანაგვეზე ისვრიან. მშვილდოსანი ზედმეტად დამოუკიდებელია, ამიტომაც ნეგატიურ გამოხმაურებას გულთან ახლოს არ მიიტანენ. მათ ასევე ხიბლავთ სხვებისთვის რჩევის მიცემა მაშინაც კი, თუ არ უთხოვიათ. საბოლოოდ მშვილდოსანი მაინც ისე გააკეთებს, როგორც სურს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ რა უთხრა.

თხის რქა (დეკემბერი 22 – იანვარი 19)

თხის რქა კრიტიკის მიღებაში შესანიშნავია. მათ სურთ გააკეთონ მაქსიმუმი რაც შეუძლიათ, ამიტომაც ბევრ კითხვას დასვამენ: “როგორ შემიძლია გავხდე უკეთესი?” “შეგიძლია მითხრა, შენ რას გააკეთებდი ამ სიტუაციაში?” ამიტომაც, ზოდიაქოს ეს ნიშანი აქტიური მსმენელია და შთაბეჭდილების მოხდენა სურთ. ისინი აუცილებლად ისწავლიან საკუთარ შეცდომებზე და ყველაფერს პერსპექტივით შეხედავენ.

მერწყული (იანვარი 20 – თებერვალი 18)

როცა მერწყული ნეგატიურ გამოხმაურებას იღებს, ცდილობენ ძალიან ემოციურად არ შეხვდნენ და გულთან ახლოს არ მიიტანონ. მერწყულს საკმარისად შეუძლია საკუთარი თავის დისტანცირება კრიტიკისგან და მღებულ ინფორმაციასაც საჭირო გზით გადაამუშავებენ. ისინი კრიტიკას იღებენ როგორც უკურეაქციას მათ ნამოქმედარზე და არა პირად დახასიათებად.

თევზები (თებერვალი 19 – მარტი 20)

თევზები ძალიან სენსიტიურები არიან კრიტიკაზე და თუ თავიანთ ნამოქმედარზე ნეგატიური უკურეაქცია მოისმინეს, იფიქრებენ რომ უნიჭოები და არაკომპეტენტურები არიან. ამიტომაც, როცა თევზებს აკრიტიკებთ, ზრდილობიანები და ფრთხილები უნდა იყოთ, რათა საკუთარი თავი არ დაადანაშაულოს.

კომენტარის დატოვება