ფეტვის ბლინები

ყველა ოჯახს ბლინების თავისი რეცეპტი აქვს. ზოგს უფრო თხელი მოსწონს, ზოგს – ფუმფულა. ჩვენ ვიპოვეთ ფეტვზე მომზადებული ბლინების უნიკალური რეცეპტი, რომლის სისქე ადვილად რეგულირდება რძის დახმარებით.

ბლინების ეს რეცეპტი ძალიან ძველია, ამიტომ მათ ზოგჯერ ,,სოფლურს” უწოდებენ. მოსამზადებლად ცოტა რთულია, მაგრამ მიღებული შედეგი ამად ღირს. საინტერესო გემო, ფოროვანი სტრუქტურა და საოცარი არომატი გარანტირებულია.

ინგრედიენტები

  • 400 გ ხორბლის ფქვილი
  • 200 გ ფეტვი
  • 0,5 ლ წყალი
  • 200 მლ რძე
  • ორი ცალი კვერცხი
  • 20 გ საფუარი
  • 0,5 ჩაის კოვზი მარილი
  • 1,5 ჩაის კოვზი შაქარი
  • კარაქი და სალა გემოვნებით

მომზადება

1. დაიწყეთ მომზადება ფაფით. გარეცხეთ ბურღული და დაასხით 500 მლ წყალი, შემდეგ მოხარშეთ. ფაფის კონსისტენცია ბლანტი უნდა იყოს.

2. სანამ ფაფა იხარშება, მოამზადეთ საფუარიანი ცომი, გახსენით შაქარი ერთ ჭიქა თბილ რძეში, დაამატეთ საფუარი და ერთი სუფრის კოვზი ფქვილი. დააცადეთ ცომს ამოსვლა (25 წუთის განმავლობაში).

3. მოხარშული ფაფა ბლენდერის დახმარებით ერთგვაროვან კონსისტენციამდე მიიყვანეთ, შემდეგ დაამატეთ მარილი, კვერცხი და კარგად აურიეთ. ცომი არაჟანს უნდა დაემსგავსოს. დააცადეთ ამოსვლა ერთი საათის განმავლობაში.

4. ახლა ყველაზე რთული ეტაპია. განაზავეთ ცომი და დაარეგულირეთ მისი სისქე. ის თხელ არაჟანზე უფრო სქელი უნდა იყოს. თხელი ბლინებისთვის საკმაოდ თხევადი უნდა იყოს, ხოლო თუ დავამატებთ ფქვილს, ოლადები გამოვა. დადგით ცომი კვლავ 45 წუთით.

5. ბლინების გამოცხობა სჯობს სალაზე. წაუსვით ტაფას სალის ნაჭერი ყველა ახალი ბლინის წინ. შეწვით ორივე მხრიდან. გადმოაწყეთ თეფშზე და წაუსვით კარაქი, სანამ ცხელია.

ბლინები ძალიან მოგეწონებათ, რადგან მასში გლუტენის რაოდენობა 2-3ჯერ მცირეა. სხვა მხრივ არ განსხვავდება ჩვეულებრივი ბლინებისგან და მას უხდება ყველაფერი – ხაჭო, ხორცი, ხიზილალა, ხილი, შოკოლადი… რომელ შიგთავსს შეარჩევთ თქვენ?