როგორ მოვამზადოთ გემრიელი კექსი კვერცხისა და კეფირის გარეშე

სამარხვო კერძი არ ნიშნავს, რომ ის გემრიელი არ იქნება. თუ იცავ მარხვას, არ ნიშნავს, რომ პური და წყალი ამ დროს ერთადერთი საკვებია. უამრავი სამარხვო კერძის რეცეპტი არსებობს, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდება ჩვეულებრივ დელიკატესებს.

სამარხვო საკვები უფრო ჯანმრთელ კვებას გვახსენებს, ვიდრე შიმშილით გამოცდას. ამ დროს იცი, რითი შეცვალო აკრძალული პროდუქტები.

გემრიელი სამარხვო ნამცხვარი

სამარხვო ნამცხვრებიც, როგორც ყველა სამარხვო კერძი, სწრაფად და იოლად მზადდება. ამისთვის არ დაგჭირდებათ სპეციალური ინგრედიენტები და მოწყობილობები.

გთავაზობთ სამარხვო კერძის რეცეპტს, რომლის მომზადება ბავშვსაც კი შეუძლია.

ინგრედიენტები

  • 250 მლ მდუღარე წყალი
  • 2 სუფრის კოვზი თაფლი
  • 100 გ შაქარი
  • 100 მლ ზეთი
  • 400 გ ფქვილი
  • ერთი ჩაის კოვზი სოდა
  • ერთი მწიკვი მარილი

მომზადება

1. გაცერით ფქვილი და სოდა ღრმა ჯამში.

2. გახსენით თბილ წყალში თაფლი, დაამატეთ შაქარი, მარილი და ზეთი. კარგად აურიეთ ყველა ინგრედიენტი.

3. ფქვილი თანდათან შეურიეთ თაფლიან ხსნარს, კარგად მოზილეთ ცომი, ის უნდა გამოვიდეს უფრო სქელი, ვიდრე თხელი ბლინების ცომს სჭირდება.

4. თუ კექსი მოსაწყენი გეჩვენებათ, დაამატეთ მასში კენკრა ან კაკალი.

5. ჩაასხით ცომი ფორმებში, ნახევრამდე. ცომი აიწევა გამოცხობის დროს.

6. 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში შედგით კექსი და გამოაცხეთ 20 წუთის განმავლობაში. გამოსაცხობად კარგი იქნება სილიკონის ფორმები.

მარტივი სამარხვო ნამცხვარი ნებისმიერ რძეზე და კვერცხზე მომზადებულს შეეჯიბრება.

მოუყევით მეგობრებს სოციალურ ქსელებში წყალზე დამზადებული კერძის მომზადების შესახებ!

კომენტარის დატოვება