5 გასაოცარი საკვები ფენოვანი ცომისგან – ეს ძალიან მოგეწონებათ

ფენოვანი ცომი – უნივერსალური პროდუქტია. მისი საშუალებით უამრავი სხვადასხვა კერძის მომზადება შეიძლება. ჩვენ მოგიმზადეთ ფენოვანი ცომისგან დამზადებული 5 კერძის რეცეპტი, რომლებიც გულგრილს არ დაგტოვებთ.

1. სპირალური ნამცხვარი

ინგრედიენტები

  • 500 გ ფენოვანი ცომი
  • 150 გ ყველი (ან სხვა შიგთავსი
  • ერთი კვერცხი
  • სეზამი

მომზადება

  1. გააბრტყელეთ ცომი 0,5 სმ სისქეზე და დაჭერით 5 სმ სიგანის ზოლებად. სიგრძე რაც გრძელი იქნება, მით უკეთესი.
  2. ყოველი ზოლის შუაში ჩადეთ შიგთავსი.
  3. დაუმაგრეთ ნაპირები და დაალაგეთ სპირალისებურად საცხობ ფორმაზე.
  4. ღვეზელს ზემოდან წაუსვით ათქვეფილი კვერცხი და მოაყარეთ სეზამი.
  5. ღვეზელი გამოაცხეთ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, სანამ ცომი არ შეიბრაწება.

2. ფენოვანი ღვეზელი

ინგრედიენტები

  • 500 გ ფენოვანი ცომი
  • 500 გ ქათმის ფილე
  • ერთი თავი ხახვი
  • მარილი და პილპილი

მომზადება

  1. გააბრტყელეთ ცომი ნახევარი სანტიმეტრის სისქეზე და ჭიქით ამოჭერით წრეები.
  2. მოამზადეთ შიგთავსი. მოშუშეთ ქათმის ფილე, რომელსაც წინასწარ დაჭრით კუბებად.
  3. შიგთავსი ცომის წრეებზე მოათავსეთ და შემოახვიეთ ცომი. დააწყეთ საცხობ ფორმაზე, ნაკერით დაბლა.
  4. გამოაცხეთ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, ოქროსფრამდე.

3. ფენოვანი ,,მილები”

ინგრედიენტები

  • ლითონის კონუსები გამოსაცხობად
  • 500 გ ფენოვანი ცომი
  • 0,5 ჩაის კოვზი ლიმონის მჟავა
  • 75 მლ ცხელი წყალი
  • 225 გ შაქარი
  • 2 კვერცხის ცილა

მომზადება

  1. თუ არ გაქვთ კონუსები, გააკეთეთ მუყაოსგან და ჩააფინეთ მასში პერგამენტი.
  2. გააბრტყელეთ 0,5 სმ სისქის ცომი ოთხკუთხედად და დაჭერით 8 ზოლად.
  3. ეს ზოლები გადაახვიეთ კონუსისებურად და გამოაცხვეთ 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
  4. სანამ მილები ცხვება, მოამზადეთ შიგთავსი. შაქარს მდუღარე დაასხით და აურიეთ. მასში ჩაასხით ლიმონმჟავა და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ ქვაბის ფსკერზე ბუშტკები გაჩნდება.
  5. ათქვიფეთ ცილა და ნელა ჩაასხით ეროფში. ურიეთ 15 წუთი.
  6. როცა მომზადდება, მილებში კრემი ჩაასხით.

4. ფენოვანი ,,ყურები”

ინგრედიენტები

  • 500 გ ფენოვანი ცომი
  • შაქარი
  • დარიჩინი

მომზადება

  1. გააბრტყლეთ ცომი 0,5 სმ სისქის ფირფიტებად.
  2. ცომს მოაყარეთ დარიჩინი და დაიწყეთ მარჯვენა ნაპირის გადახვევა შუა ნაწილისკენ, შემდეგ მარცხენის რულეტის სახით.
  3. დაჭერით ზოლებად – 0,5 სმ სისქის.
  4. ,,ყურები” პერგამენტიან საცხობზე დაალაგეთ.
  5. გამოაცხეთ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ოქროსფრამდე.

5. ფენოვანი ,,ბაფთები”

ინგრედიენტები

  • 500 გ ფენოვანი ცომი
  • შაქრის პუდრა

მომზადება

  1. გაბრტყელეთ ცომი 0,5 სმ სისქის ფენად და დაჭერით ზოლებად – სიგრძით 10 სმ, სიგანით 3-4 სმ.
  2. ყოველი ზოლი გადაგრიხეთ შუაში ისე, რომ ბაფთა გამოვიდეს.
  3. გამოაცხეთ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ოქროსფრამდე.
  4. ,,ბაფთებს” მოაყარეთ პუდრა.

მოამზადეთ ნებისმიერი ამ სიიდან და მოუყევით ამ რეცეპტების შესახებ თქვენს მეგობრებს!

 

 

კომენტარის დატოვება