8 ოქროს ხერხი, რათა ბავშვმა ტირილი შეწყვიტოს

ყველა მშობელს ბავშვის აღზრდის თავისი წესები აქვს. უმრავლესობა მისდევს იმ წესებს, რაც წინა თაობისგან დარჩა.

თუ შენი შვილი არ გისმენს, სულ გეკამათება, უხეშობს, დროა, დაფიქრდეთ, რა ვერ გააკეთეთ ისე და გამოასწოროთ სიტუაცია.

რაც არ უნდა თქვან, ბავშვები მაინც ცხოვრების ყვავილებია, მაგრამ ყვავილს პირობების შექმნა უნდა. და ეს მხოლოდ მატერიალურ კეთილდღეობას არ ეხება. მთავარია, რას ვაძლევთ ბავშვებს, რას ვდებთ მათ შეგნებაში. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც ბავშვის სწორ აღზრდაში დაგეხმარებათ.

როგორ აღვზარდოთ ბავშვი სწორად

1. არ დაუყვიროთ ბავშვს

ძველი, მაგრამ სასარგებლო რჩევა. როცა ბავშვს უყვირით, ის მთელ აგრესიას იწოვს და დროთა განმავლობაში უკან გადმოანთხევს.

დამშვიდდით, ღრმად ჩაისუნთქეთ და დაფიქრდით. მოემზადეთ არასასიამოვნო სიტუაციისთვის, ხოლო როცა დრო მოვა, უკმაყოფილება ჩვეულებრივი ტონით გამოთქვით.

თავის შეკავება, ნამდვილად რთულია. პირველ რიგში გაარკვიეთ, რა გაღიზიანებთ. ხმამაღალი მუსიკა? ცუდი ნიშნები? გაიხსენეთ, რომ ეს ყველაფერი თქვენც გაიარეთ. დაითვალეთ ათამდე და ღრმად ისუნთქეთ. თუ ჩაატარებთ ამ მანიპულაციას, მერე ყვირილის უკვე შეგრცხვებათ.

2. ნუ ითხოვთ ძალიან ბევრს

არ ჩათვალოთ, რომ ბავშვი თქვენ უნდა დაგემსგავსოთ შესაბამის ასაკში და თქვენი არარეალიზებული ამბიციები მას არ უნდა განახორციელებინოთ. ეძებეთ ის, რაც მას ყველაზე უკეთ გამოსდის და ის განავითარეთ.

3. შექმენით კარგი შთაბეჭდილება

ბავშვები მშობლების სარკეა. გააკვირვეთ ბავშვი მოულოდნელი სიახლეებით, აჩვენეთ მას თქვენი ცოდნა, ძალა. ასე მის თვალში ავტორიტეტს მოიპოვებთ.

4. განსაჯეთ, დაეხმარეთ, დაარწმუნეთ

თქვენს შორის სრული ურთიერთგაგება უნდა იყოს. განიხილეთ ბავშვთან ერთად თქვენი ცხოვრება, იყავით აღმზრდელიც და მეგობარიც. დაეხმარეთ იგრძნოს, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია თქვენგან დახმარების მიღება. სიყვარულისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში დიდი ადამიანები იზრდებიან.

5. მეტი დრო გაატარეთ ერთად

ცოტა თავისუფალი დროც კი მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენეთ. წიგნის კითხვა, კინო-თეატრში სიარული, ბუნებაში დასვენება – პოზიტიურად იმოქმედებს თქვენ ურთიერთობაზე. თუ ბავშვს ყურადღება აკლია, ის სხვასთან დაუწყებს ძებნას მას. ეს კი არავინ იცის, როგორ დამთავრდება.

6. თავი არ აარიდოთ შეკითხვებს

თუკი ბავშვმა უხერხული კითხვა დაგისვათ, არ უგულებელყოთ ის. უპასუხეთ პირდაპირ, მაგრამ ლაკონურად, თუ თემა არასასიამოვნოა თქვენთვის და ბავშვიც არ არის მზად ამა თუ იმ ინფორმაციის მისაღებად.

7. არ მოარიდოთ სირთულეები

თქვენი, როგორც მშობლის ამოცანაა, მოამზადოთ ბავშვი მოზრდილის ცხოვრებისთვის.  ყველა პრობლემისგან მათი დაცვით, ეს არ გამოვა.

ახლობლების გარდაცვალება, ოჯახური პრობლემები, რაიმე ნივთის შეძენაზე ბანალური უარის თქმაც კი, გამოაწრთობს ბავშვს, დაეხმარება მას პიროვნებად ჩამოყალიბებაში.

8. აღიარეთ საკუთარი შეცდომები

როცა გესმით, რომ არ იყავით მართალი, მაგალითად, კამათის დროს, არ შეგეშინდეთ ამის აღიარება ბავშვთან. თქვენი ავტორიტეტი ამით არ დაეცემა, პირიქით, ამაღლდება, თუკი აღადგენთ სამართლიანობას და შეგნებულად აღიარებთ მარცხს.

აი, ასე უნდა გავზარდოთ ბავშვი, რათა ის ნამდვილი ადამიანი დადგეს.

მოგეწონათ რჩევები? დატოვეთ თქვენი აზრი კომენტარებში და არ დაგავიწყდეთ მეგობრებისთვის გაზიარება!

კომენტარის დატოვება