სამარხვო ნამცხვრის რეცეპტი კვერცხისა და რძის გარეშე

ზოგჯერ გვწყინდება მკაცრი დიეტები და გვინდება რაღაც ტკბილისა და კალორიულის მიღება. თუმცა თუკი საქმე მარხვას ეხება, სჯობს, ის ბოლომდე მივიყვანოთ, ამისთვის კი ალტერნატივა გვჭირდება.

დიდმარხვის პერიოდში გვიწევს გარკვეული შეზღუდვების დაწესება რაციონში, თუმცა შეგვიძლია არასამარხვო ტკბილეული სამარხვოთი ჩავანაცვლოთ. ჩვენი რედაქცია გაგიმხელთ ერთი რევეპტის მომზადების საიდუმლოს.

მარტივი სამარხვო ნამცხვარი

სახლში მოსამზადებელი ტორტი ,,ზებრა”

ინგრედიენტები თეთრი ფენისთვის

  • 150 გ შაქარი
  • ერთი ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • ერთი მწიკვი მარილი
  • 300 გ ფქვილი
  • 200 მლ წყალი ან ბანანის წვენი
  • ერთი ბანანი

ინგრედიენტები შოკოლადის ფენისთვის

  • 150 გ შაქარი
  • ერთი ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • ერთი მწიკვი მარილი
  • 100 გ კაკაო
  • 200 მლ წყალი ან ყავა

მომზადება

1. ჩანგლით ჩაჭყლიტეთ მწიფე ბანანი და შეურიეთ წყალს ან წვენს, შემდეგ მასში ჩაყარეთ შაქარი, მარილი, გამაფხვიერებელი და ფქვილი. გულმოდგინედ აურიეთ ყველა ინგრედიენტი.

2. შოკოლადის ფენისთვის ცომს იგივენაირად ვამზადებთ, უბრალოდ მისი ინგრედიენტები სხვა თასში შეურიეთ.

3. თუ წინასწარ მოამზადეთ ფორმა, ჩადეთ მასში ცომი. ეს შეგიძლიათ გააკეთოთ თეთრი და შოკოლადის ფენების მონაცვლეობით. უფრო საინტერესო სახის მისაცემად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩანგალი, უბრალოდ გაავლეთ ხაზები და ალაგ-ალაგ შეურიეთ ფენები.

4. გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე და შედგით ნამცხვარი გამოსაცხობად 40-45 წუთით.

თუ შეიგრძენით სასიამოვნო არომატი, ეს იმას ნიშნავს, რომ გემრიელი და სამარხვო ნამცხვარი მზად არის, რათა გაგახაროთ თქვენ და თქვენი ოჯახი. გამოიღეთ ეს შესანიშნავი დესერტი ღუმელიდან და დაიწყეთ მისი დაგემოვნება.

ვიმედოვნებთ, შედეგებით კმაყოფილი დარჩით. გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი შთაბეჭდილებები და გაუზიარეთ ეს გემრიელი რეცეპტი მეგობრებს!

 

კომენტარის დატოვება