ამ ბოსტნეულით 3 კვირაში 7 კილოს დაკლება შეიძლება. აი როგორ გამოიყენოთ სწორად.

დამეთანხმებით, ზაფხულში გახდომა უფრო იოლია. ხილისა და ბოსტნეულის სიჭარბის გამო დიეტური მენიუს შედგენა ერთი სიამოვნებაა. დღეს მოგიყვებით ერთ-ერთ მათგანზე.

იცოდით, რომ ყაბაყის საშუალებით 14 კგ-ს დაკლება შეიძლება თვე-ნახევარში? ყაბაყის მოყვარულებისთვის ეს იქნება ყველაზე გემრიელი დიეტა ცხოვრებაში.

გახდომა ყაბაყის საშუალებით

დიეტის ეფექტურობას განსაზღვრავს რამდენიმე ფაქტორი. პირველი ეს არის კერძის კალორიულობა, მეორე, პორციის რაოდენობა, მესამე კი პროდუქტის შემადგენლობა. ყაბაყი სამივე პუნქტს აკმაყოფილებს.

100 გრამი მხოლოდ 17 კალორიას შეიცავს, ასევე ის ეკუთვნის ნოყიერ ბოსტნეულს. დიდი პორციებით კი ხელს უწყობს გახდომას. ყაბაყი ბოჭკოვანია, ეხმარება კუჭ-ნაწლავს გაწმენდაში და სწრაფად შეითვისება.

ყაბაყი შეიცავს კალიუმს, რკინას, სპილენძს, მაგნიუმს, კალციუმს, ვიტამინებს C, PP და B ჯგუფის. დიდი რაოდენობით შეიცავს ლუტეინს, რაც მხედველობას აუმჯობესებს. ყველა ეს ნივთიერება 10%ს შეადგენს, 90% კი სასარგებლო წყალია.

ყაბაყის სუფი

სუფი დიეტური და ნოყიერია. როგორც წესი, მას პიურეს სახით აკეთებენ, ნაღებთან და ბროკოლთან. ჩვენ ნაკლებ კალორიულ ვარიანტს შემოგთავაზებთ.

დაგჭირდებათ

  • 200 გ ყაბაყი
  • 1 ლ ქათმის ბულიონი
  • 2 ცალი სტაფილო
  • 1 ხახვი
  • 2 სუფრის კოვზი ზეთი
  • მარილი, პილპილი და იმბირი გემოვნებით

გარეცხეთ ყაბაყი, გაასუფთავეთ, დაჭერით წვრილ კუბებად. ხახვი, სტაფილო და იმბირი გაფცქვენით, წვრილად დაჭერით და მოშუშეთ ქვაბში, ყაბაყთან ერთად – 2 კოვზი ზეთის დამატებით. მოხარშეთ ბულიონში 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ ათქვიფეთ პიურესავით. მარილი და პილპილი გემოვნებით.

გთავაზობთ მიახლოებით მენიუს მათთვის, ვინც დაინტერესებულია ყაბაყის დიეტით.

დიეტის მენიუ

დღე პირველი

საუზმე: ყაბაყის ოლადები უშაქრო ჩაისთან.

სადილი: ღუმელში გამომცხვარი ყაბაყი ქათმის ფილესთან ერთად, 2 ატამი ან ვაშლი, ან ქლიავი და 1 ჭიქა პომიდვრის წვენი.

ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, უმი ყაბაყის სალათა და ბალახის ჩაი.

დღე მეორე

საუზმე: ქერის ან შვრიის ფაფა ყაბაყით, ბალახის ჩაი.

სადილი: ჩაშუშული ბოსტნეული ყაბაყით (ბადრიჯანი, ბულგარული, პომიდორი), თეთრი თევზის ნაჭერი და ერთი ჭიქა ლიმონიანი წყალი.

ვახშამი: გამომცხვარი ყაბაყის პიურე ,,ხლებცისთან” ერთად.

დღე მესამე

საუზმე: ომლეტი ყაბაყით და ერთი ჭიქა რძე ან ჩაი.

სადილი: ყაბაყისა, ბროკოლის, ხახვისა და კომბოსტოს სუფ-პიურე.

ვახშამი: ყაბაყისა და მჭლე საქონლის ხორცის სალათა, ღუმელში გამომცხვარი. ერთი ჭიქა პომიდვრის წვენი.

ეს არის მიახლოებითი სამდღიანი მენიო. აქ საკმარისადაა ცილოვანი საკვები და ნახშირწყლებიც. შეგიძლიათ პროდუქტების შეცვლა სურვილის მიხედვით. 3 კვირაში დაიკლებთ 7 კილოს.

ყაბაყი ამსუბუქებს ყველაზე მძიმე ხორციან კერძებსაც კი. ბუნების ეს საჩუქარი ზამთარშიც რომ გამოიყენოთ, შეგიძლიათ ყაბაყის მომზადება ისე, რომ ის დარჩეს რბილი და წვნიანი.

როგორ მოგეწონათ ჩვენი მენიუ? გაგვიზიარეთ კომენტარებში ყაბაყის სხვა კერძების შესახებაც.

კომენტარის დატოვება