მარხვის პერიოდში ეს რეცეპტი ზეპირად მახსოვს, ტოლმას ბრინჯითა და სოკოთი ვამზადებ

მარხვა – რთული გამოცდაა ხორცისა და ტკბილეულის მოყვარულთათვის. თუმცა, ეს პრობლემას არ წარმოადგენს მათთვის, ვინც იცნობს გემრიელ სამარხვო რეცეპტებს. ერთ-ერთ მათგანს დღეს გთავაზობთ.

რა არის ტოლმა ხორცის გარეშე? არანაირი ცხოველური პროდუქტი და ძალიან გემრიელი, მდიდარი გემო. სამარხვო ტოლმა სოკოთი გახდება საუკეთესო სადილი თქვენს მენიუში.

ინგრედიენტები

  • 250 გ სოკო (სასურველი სახეობის)
  • ერთი თავი კომბოსტო
  • 100 გ ბრინჯი
  • ერთი სუფრის კოვზი ტომატ პასტა
  • ერთი სუფრის კოვზი ზეთი
  • 200 მლ წყალი
  • ნახევარი ხახვი
  • მარილი და შავი პილპილი – გემოვნებით

მომზადება

1. მოხარშეთ ბრინჯი ნახევრად (დაახლოებით 10-12 წუთით წყლის ადუღებიდან). დაჭერით სოკო.

2. შეწვით სოკო ხახვთან ერთად ერთ კოვზ ზეთში. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით, შემდეგ შეურიეთ ბრინჯს. შიგთავსი მზად არის.

3. მოამზადეთ კომბოსტოს ფოთლები. ამისთვის ერთი თავი კომბოსტო ჩაუშვით მდუღარეში, რამდენიმე წუთით. ამოიღეთ, მოაცალეთ გარეთა ფოთლები და კვლავ ჩაუშვით წყალში. ხარშეთ 3 წუთი. პროცედურა იმეორეთ, სანამ ყველა ფოთოლს არ მოაცლით.

4. მოაჭერით ფოთლებს გარედან სქელი ღეროები. ჩადეთ მასში შიგთავსი და მოახვიეთ ტოლმის სახით.

5. ტაფაში გახსენით ტომატ პასტა წყალში, დაამატეთ მარილი და პილპილი. ჩაალაგეთ მასში ტოლმა და ხარშეთ თავდახურულში მინიმალურ ცეცხლზე. მზად არის!

ტოლმას უხდება განსაკუთრებული მაიონეზი- კერძოდ, მზესუმზირას ან ნიგვზის სოუსი. ის აგრეთვე შეცვლის კლასიკურ მაიონეზს. შეგიძლიათ, სამარხვო ტოლმა სხვადასხვა კომბინაციით გააკეთოთ, მაგალითად, წიწიბურა სოკოთი. თუ სოკო არ მოგწონთ, სცადეთ ოსპი პომიდორთად ერთად. რაც შეეხება, მაიონეზს, მის მოსამზადებელ რეცეპტს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

გაუზიარეთ სტატია მეგობრებს, თუკი რეცეპტი მოგეწონათ!

კომენტარის დატოვება