სამარხვო პიცა ბროკოლითა და ტოფუთი ნოყიერი საკვებია მათთვის, ვინც მარხულობს ან რაიმე მიზეზით უარს ამბობს ცხოველურ პროდუქტებზე. პიცა ბოსტნეულით ძალიან გემრიელი გამოდის, ის ნებისმიერი ხორცის კერძსაც შეეჯიბრება.
ხორცის ნაცვლად ბროკოლი, რძის ყველის ნაცვლად – ტოფუ. ცომი – რძისა და კვერცხის გარეშე. აი, ასეთია ეს პიცა. სახლში მომზადებული პიცა უფრო გემრიელი, იაფი და სასარგებლო გამოდის.
ინგრედიენტები 4 პორციაზე:
პიცის ცომისთვის
- 275 გ ფქვილი
- 165 მლ თბილი წყალი
- 17 გ ახალი საფუარი
- 30 მლ ზეითუნის ზეთი (ცივი დაწურვის)
- 2 გ წვრილი მარილი
შიგთავსისთვის
- 250 გ ბროკოლი
- 100 გ პომიდორი ჩერი
- 50 გ ხახვი
- 80 გ სტაფილო
- 65 გ ტოფუს ყველი (მაგარი)
- 15 მლ ზეითუნის ზეთი
- მარილი
მომზადება
გავაკეთოთ პიცის შიგთავსი. ბროკოლის ყვავილები დავყოთ თანაბარ ზომებად. ჩავყაროთ მდუღარე მარლწყალში, ვხარშოთ 5 წუთი, შემდეგ მაშინვე გადავიტანოთ ცივ წყალში, ფერის შესანარჩუნებლად. ცივი ბროკოლი დავდოთ საცერზე.
ტაფას მოვუსვათ ცხიმი. მოვშუშოთ მასში წვრილად დაჭრილი ხახვი და მსხვილ სახეხზე გახეხილი სტაფილო. დავაყაროთ მარილი.
პომიდორი გავჭრათ შუაზე. შეგიძლიათ მსუბუქად მოშუშოთ ხახვთან და სტაფილოსთან ერთად, მაგრამ აუცილებელი არ არის.
გავაკოთოთ ცომი პიცისთვის. ღრმა ჯამში გავცრათ ფქვილი, შევურიოთ მარილი.
თბილ წყალში (30-35 გრადუსი) გავხსნათ ახალი საფუარი. გავაკეთოთ ფქვილში ღრმული, ჩავასხათ გახსნილი საფუარი.
შევურიოთ თხევადი და მშრალი ინგრედიენტები, ჩავასხათ ზეითუნის ზეთი.
მოვზილოთ ცომი ხელით მანამდე, სანამ არ შეწყვეტს თითებზე მიწებებას (5-8 წუთი საკმარისია). დავაფაროთ ცომს ჩაის ტილო, დავდგათ სითბოში.
როცა ცომი 2-3ჯერ გაიზრდება, ეს კი ოთახის ტემპერატურაზე მოხდება დაახლოებით ერთ საათში, გავანიავოთ ის.
სამუშაო ფიცარზე მოვაყაროთ ფქვილი. გავაბრტყელოთ მრგვალი ცომი (7 მლ სისქის). შემდეგ გადავიტანოთ ცომი მშრალ საცხობზე, თითებით გავუკეთოთ ნაპირები.
დავდოთ მასზე თანაბრად გაციებული შიგთავსი. პირველად, მოშუშული სტაფილო და ხახვი, შემდეგ ბროკოლი.
დავამატოთ ჩერი. პომიდორი დავაწყოთ განაჭერით დაბლა.
ტოფუს მაგარი ყველი გავხეხოთ მახვილ სახეხზე და მოვაყაროთ ბოსტნეულს.
პიცას მოვასხათ ზეითუნის ზეთი. ჩავრთოთ 220 გრადუსზე ღუმელი.
შევდგათ პიცა გახურებულ ღუმელში 15 წუთით. შემდეგ უცებ გადმოვიღოთ საცხობი ფორმიდან და მივირთვათ ცხელი!
გემრიელად მიირთვით!